საქართველოს ბანკი პერსონიფიცირებულ მომსახურებაზე გადადის
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:06, 13 Apr, 2018     2017

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, საბანკო მომსახურების „მეტი ურთიერთობის“ მოდელის დანერგვის შემდგომ, მომსახურების ახალ - პერსონიფიცირებულ საფეხურზე გადასვლის შესახებ განაცხადა.

პერსონიფიცირებული მომსახურება მომხმარებლის ეპიცენტრში ყოფნას მოიაზრებს და ბანკის ახალი სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს. პერსონიფიცირებული საბანკო მომსახურების მოდელის დანერგვასთან ერთად პერსონიფიცირებული გახდა ბანკის ლოგო. შესაბამისად, დღეიდან, მომხმარებელს საქართველოს ბანკის ლოგოს ადგილას სახელობითი ლოგო დახვდება. მობილბანკით (mBank), ინტერნეტბანკით (iBank), თვითმომსახურების ტერმინალით თუ სხვა ელექტრონული არხებით სარგებლობისას, ბანკის ლოგოტიპი შეიცვლება მომხმარებლის სახელობითი ლოგოტიპით. ასევე, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება სურვილისამებრ აიღოს პლასტიკური ბარათი ბანკის სახელობითი ლოგოტიპით. ამასთან, მომხმარებელი სურვილის შემთხვევაში საკუთარ სახელს დააფიქსირებს ზუსტად ისეთი ფორმულირებით, როგორც მას სურს. ამრიგად, ბანკის სახელობით ლოგოტიპზე აღნიშნული იქნება, მაგალითისთვის - „ნინის ბანკი“, „გოგას ბანკი“ და ა.შ.

„საქართველოს ბანკი ყოველთვის გამოირჩეოდა საბანკო სფეროში მომსახურების ახალი სტანდარტების დანერგვით. ათწლეულზე მეტია ის ზრუნავს მაქსიმალურად კომფორტული და მომხმარებელზე მორგებული გახადოს საბანკო მომსახურება. ბანკმა გასულ წელს დანერგა მომსახურების უახლესი მოდელი, რომელიც მომხმარებელთან კიდევ უფრო „მეტ ურთიერთობას“ გულისხმობს. დღევანდელი სიახლეც სწორედ ამ მიდგომის ნაწილია, რაც ჩვენი მომხმარებლის ეპიცენტრში ყოფნას და მომსახურების ინდივიდუალურ მიდგომას გულისხმობს. ჩვენ საქართველოს მასშტაბით 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ვემსახურებით. შესაბამისად, თითოეული მათგანის სურვილები და მიზნები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ საქართველოს ბანკი გახდეს კიდევ უფრო მეტად პერსონიფიცირებული ბანკი თითოეული მომხმარებლის ჭრილში. მინდა აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ბანკი კიდევ ბევრ სიახლეს შესთავაზებს მომხმარებელს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42