"პატარა მსოფლიო ომი", "რეგიონული ომი", "ყველა გაგიჟდა" - სირიაში მოვლენების განვითარების 5 სცენარი
მსოფლიო - 13:59, 13 Apr, 2018     13560


მსოფლიო დონალდ ტრამპის საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია, თუმცა ექსპერტები უკვე განიხილავენ იმ სავარაუდო სცენარებს, თუ რა სახის დარტყმას მიაყენებს აშშ ასადის რეჟიმს ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის უკანონო გამოყენების საპასუხოდ და რა მოვლენები მოჰყვება ამ ფაქტს.

1. შეზღუდული დარტყმა

აშშ და მისი მოკავშირეები ახორციელებენ საჩვენებელ დარტყმას ერთ ან რამდენიმე სამხედრო ობიექტზე, რომელსაც ისინი დუმაში ქიმიურ იარაღის გამოყენებასთან დააკავშირებენ. ამის ანალოგიური უკვე განხორციელდა შარშან, როდესაც აშშ-მ ავიაბაზა შაირატი დაბომბა.

ამ სცენარის შემთხვევაში, რუსეთი ფიზიკურად არ ერევა სიტუაციაში. ამ სცენარს ექსპერტები ყველაზე ნაკლებსავარაუდოდ თვლიან,. რადგან ფსონი საკმაოდ მაღალია და ერთჯერადი შეზღუდული დარტყმა ნაკლებეფექტური იქნება.

2. შეზღუდული კამპანია

დროის მოკლე მონაკვეთში ხორციელდება დარტყმები სირიის დიდი რაოდენობის სამხედრო ობიექტებზე.

ექსპერტები ამ ვარიანტს ყველაზე მოსალოდნელად თვლიან. რუსეთი კვლავ არ ერევა სიტუაციაში - ასადის რეჟიმის მხარდაჭერისა და ამერიკის რაკეტების ჩამოგდების დაპირების მიუხედავად, რუსეთი ყოველთვის აცხადებდა, რომ იგი საპასუხო დარტყმას მაშინ განახორციელებს, თუ საფრთხის ქვეშ მისი სამხედროები აღმჩნდებიან.

ანუ, დიდი ალბათობით, რუსი სამხედროები დროებით, დატოვებენ სირიის ობიექტებს, ხოლო რუსულ ხმეიმიმსა და ტარტუსს აშშ და მისი ნოკავშირეები არ შეეხებიან.

3. "პატარა მსოფლიო ომი"

რეალური, მაგრამ ნაკლებადალბათური სცენარი - რუსი სამხედროები აგდებენ აშშ-სა და მოკავშირეების რაკეტებსა და, რაც მთავარია თვითმფრინავებს. თვითმფრინავების ჩამოგდების საპასუხოდ აშშ ბომბავს საზენიტო კომპლექსებს (ამის გადაწყვეტილებას ადგილზე, საველე მეთაურები იღებენ). ხდება მცირეხნიანი ურთიერთ დაბომბვები სირიის ტერიტორიაზე, ვითარება უკიდურესად იძაბება და შეშინებული პოლიტიკოსები სასწრაფოდ მიდიან ვითარების განმუხტვამდე - "მესამე მსოფლიო ომი ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე" ისევე სწრაფად დასრულდება, როგორც დაიწყო.

4. რეგიონული ომი

აშშ-ს კოალიციის დარტყმის საპასუხოდ, ასადი, ირანი და "ჰესბოლა" ახორციელებენ დარტყმებს აშშ-ს სამხედრო ქვედანაყოფებზე სირიასა და ერაყში, ბომბავენ სამხედრო ბაზებსა და ხომალდებს და სავარაუდოდ ისრაელის ტერიტორიას.

ამ შემთხევვაში ომში ერთვება ისრაელი, საუდის არაბეთი, ერაყი და დასავლეთის სხვა მოკავშირეები რეგიონში. ამ რეგიონული ომის შედეგების პროგნოზირება საკმაოდ რთულია, გაურკევევლია რა როლს ითამაშობს ამ პროცესში რუსეთი და ევროპის წამყვანი ქვეყნები, რომლებმაც ჯერჯერობით უარი თქვეს სირიაზე თავდასხმის ოპერაციაში მონაწილეობაზე. ასეთ სცენარსაც არ თვლიან სავარაუდოდ ექსპერტები, რადგან საეჭვოა, რომ ირანი და რეგიონის სხვა ლიდერი ქვეყნები ასეთ გართულებაზე წავიდნენ.

5. სცენარი - "ყველა გაგიჟდა"

ეს სცენარი ზ.ა. "მესამე მსოფლიო ომის" გაუარესებული ვარიანტია. აშშ-ის კოალიცია და რუსეთი განაგრძობენ ერთმანეთის ობიექტებისა და საჰაერო თუ სახმელეთო ტექნიკის განადგურებას, პოლიტიკოსები ვერ ან არ აჩერებენ სამხედროებს, პარალელურად ჩნდება დაპირისპირების ახალი კერა მაგალითად, ბალტიაში, უკრაინაში, ან კავკასიაში, რეგიონული დაპირისპირება გადადის მასშტაბურ კონფლიქტში, იქმნება რამდენიმე "საომარი თეატრი", ჩნდება ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე.

მართალია ზოგი რუსული არხი უკვე სადემონსტრაციო ფილმებს უშვებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა და რა ნივთები უნდა წაიღონ ბობმებისგან დამცავ თავშესაფარში, მაგრამ ყველა, ოდნავ საღად მოაზროვნე ექსპერტს მიაჩნია, რომ ეს სცენარი ბნელი ფანტაზიის ნაყოფია და მძაფრსიუჟეტიანი კომპიუტერული თამაშების სფეროდანაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42