აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ქვეყნის სახელმწიფო მდივნის კანდიდატად წარდგენილი მაიკ პომპეოს მოსმენა 5 საათს გაგრძელდა. კონგრესმენებმა მას საკმაოდ მწვავე კითხვები დაუსვეს. საუბარი ეხებოდა მის რუსეთთან დამოკიდებულებას, სირიისა და ირანის საკითხებს, ასევე ჩრდილოეთ კორეაში განვითარებულ მოვლენებს, ასევე რუსეთის ჩარევას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში და მის პირად ურთიერთობებს პრეზიდენტ ტრამპთან.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბობ კორკერი აცხადებს, რომ სვარაუდოდ მაიკ პომპეოს ორპარტიული მხარდაჭერა ექნება.
„მე არაერთი მოსმენა ჩამიტარებია და ხშირად ვხვდები, ვის რა პოზიცია აქვს. ვგრძნობ, რომ მაიკ პომპეოს ორპარტიული მხარდაჭერა ექნება," -განაცხადა მან.
მაიკ პომპეოს წინ მეორე მოსმენაც ელის, სადაც მას დამატებით კითხვებს დაუსვამენ. მას ასევე წერილობით შეკითხვებზეც მოუწევს პასუხის გაცემა.
შეგახსენებთ, რომ მაიკ პომპეოს აზრით, რუსეთთან "რბილი პოლიტიკის" წარმოების დრო დამთავრდა.
მასალის გამოყენების პირობები






