"საკუთარ სახლში მომიკლეს შვილი" - ქართველი "ოდრი ჰეპბერნის" ტრაგიკული ისტორია, ლამაზმანი, რომელიც ახლა სამებაში ცხოვრობს
ეს საინტერესოა - 11:06, 13 Apr, 2018     19351
88 წლის, თვითნასწავლი მხატვარი, ნელი ბერაია, რომელიც გასული საუკუნის თბილისის ულამაზესი მანდილოსანი გახლდათ, მას ოდრი ჰეპბერნს ამსგავსებდნენ. იყო თბილისელი ქალების გულთამპყრობელის, მსახიობ ირაკლი უჩანეიშვილის მეუღლე, ჰყავდა ორი შვილიც, მაგრამ ცხოვრებამ ბოლოს მაინც მარტოობისთვის გაიმეტა და ახლა სამებაში ცხოვრობს.

- 88 წლის ვარ უკვე და რამდენიმე წელია, სამებაში ვცხოვრობ. ძალიან კარგი პირობები მაქვს ხოვრებისთვის შექმნილი. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოვედი აქ. ორი ოთახი დამითმეს. ამ ოთახში ადრე ჯერ რეზო ჩხეიძე, შემდეგ კი გურამ დოჩანაშვილი ცხოვრობდნენ, ახლა მე ვცხოვრობ და ჩემი პატარა ძაღლი. ის ჩემი ოჯახის ერთადერთი წევრია.

- როგორ მოხვდით სამებაში?

- 20 წლის წინ, სრულიად შემთხვევით დავიწყე ხატვა, რატომ და საიდან ვერ გეტყვით. უცებ მომინდა და დავხატე. მერე ნახატს რაღაც აკლდა, ბავშვობაში შეგროვებული ბისერები გადმოვყარე ქილებიდან და ბისერებით გავაცოცხლე ნახატი. პირველად თამარ მეფე შევქმენი, მერე უკვე სხვა ნახატები და ხატები. ჩემი ნამუშევრები არა ერთ კოლექციაშია დაცული, ოცნება მაქვს, საზღვარგარეთ გავიტანო, ვიცი, ჩემი სიკვდილის მერე აუცილებლად ახდება ჩემი ოცნება, მაგრამ მე ახლა მინდა... რაც შეეხება აქ მოხვედრას, ჩემს ერთ-ერთ გამოფენაზე მობრძანდა პატრიარქი, გაიგო, რომ მოტყუების მსხვერპლი გავხდი, უბინაოდ დავრჩი და შემომთავაზა აქ გადმოსვლა. მას შემდეგ აქ ვცხოვრობ. ყველანაირი პირობები მაქვს, უბრალოდ მარტოობაში ყოფნა მიჭირს. მე სტუმრიანობას ვარ მიჩვეული. აქ კი სიმშვიდეა, სიწყნარე, სხვანაირად წარმოუდგენელიც არის. ჩემი მეგობრებიც თითქმის აღარ არიან...

- ცნობილია, რომ ახალგაზრდობაში ოდრი ჰეპბერნს გამსგავსებდნენ...

- კი, ამის შესახებ გაზეთებშიც იწერებოდა. მსიამოვნებდა ეს შეფასებები, მაგრამ საკუთარ სილამაზეზე მე როგორ ვილაპარაკებ. მაშინდელ თბილისში უამრავი ლამაზმანი დადიოდა. ბუბუსია თვალავაძე იყო ჩემი მეგობარი, რუსთაველზე ერთად როცა გავიდოდით, ყველა მას უყურებდა.

- როგორ დაგეღუპათ შვილები?

- გოგონას აბორტი გაუკეთეს ჩუმად და 25 წლის დაიღუპა. ბიჭი პროკურორად დანიშნეს თბილისში, ეს ამბავი ერთ-ერთი ახლობლის სახლში აღნიშნა, ვინც მოაწყო მასთან, იცოდნენ ფული რომ ჰქონდა და როცა სახლში წამოვიდა, სახლში მომიკლეს შვილი ფულის გამო. შვილიშვილი მყავს, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და ველოდები მასთან შეხვედრას.

იხილეთ ვრცლათ ჟურნალ რეიტინგში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42