5მაისს მე მოვუწოდებ ყველას მონაწილეობა მიიღოს გამოსვლებში, მიტინგებში და აქციებში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქედ ყოფნის უფლებისთვის. რატომ არის საჭირო ამის გაკეთება? იმიტომ რომ 7 მაისს პუტინი თავის ინაუგურაციას გამართავს და ხელისუფლებაში 18 წლიანი ყოფნის დროს საზეიმოდ დარჩება კიდევ 6 წელი. რაც ყველაზე მთავარია, პუტინი გეგმავს ეს ქვეყანა კიდევ 6 წელი ისე მართოს, თითქოს ის აქ არის არა უმაღლესი ჩინოვნიკი, არამედ ნამდვილი მეფე. ყველა მისი მხარდამჭერია და ყველაფერი მას ეკუთვნის, მის ოჯახს და მეგობრებს. ჩვენ კი საერთოდ არ ვარსებობთ.“- განაცხადა ნავალნიმ.
ნავალნის თქმით, ხელისუფლება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების იგნორირებას ახდენს:
„53 მილიონ ამომრჩეველს პუტინისთვის ხმა არ მიუცია. ესენი არიან განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანები. , მაგრამ საერთო აქვთ ის, რომ მათი მოსაზრებები რუსეთის განვითარებასთან დაკავშირებით პუტინის მოსაზრებებისგან განსხვავდება. მათი მოსაზრება მოსმენილი უნდა იყოს, რადგან ისინი ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან. ახლა კი მათ-ჩვენ სრულად გვაიგნორებენ.“- განაცხადა ნავალნიმ.
მასალის გამოყენების პირობები






