ჩინეთში ბავშვი მშობლების სიკვდილიდან 4 წლის შემდეგ დაიბადა
ეს საინტერესოა - 16:11, 12 Apr, 2018     2876
ჩინეთში ბავშვი მშობლების სიკვდილიდან 4 წლის შემდეგ დაიბადა, ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება, ის სუროგატმა დედამ გააჩინა.

2013 წელს მომხდარი სასიკვდილო ავტოავარიამდე ცოტა ხნით ადრე წყვილმა იმ იმედით, რომ ხელოვნური განაყოფიერებით შვილი ეყოლებოდათ, რამდენიმე ემბრიონი გაყინა.

ავტოკატასტროფის შემდეგ წყვილის მშობლები სასამართლოში დიდხანს იბრძოდნენ იმისთვის, რომ ემბრიონის გამოყენების უფლება მოეპოვებინათ. ბავშვი დეკემბერში ლაოსელმა სუროგატმა დედამ გააჩინა.

გაზეთი Beijing News, იმ პროცესზე და დაბრკოლებებზე წერს, რომლის გავლაც მოუწიათ ბავშვის ბებია-ბაბუებს, იმის გამო, რომ ამგვარ საქმეზე სამართლებრივი პრეცედენტი არ არსებობდა.

ავტოკატასტროფის დროს ემბრიონი ჩინეთის ქალაქ ნანკინის საავადმყოფოში, -196 გრადუსზე თხევადი აზოტის კონტეინერში ინახებოდა.

ხანგრძლივი იურიდიული გარჩევების შემდეგ სასამართლომ დაღუპული წყვილის მშობლებს ემბრიონის გამოყენების უფლება მისცა. მედიის ინფორმაციით, აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ მშობლებს მათი შვილების მიერ გაყინული ემბრიონი მიეღოთ მემკვიდრეობით.

ამით მომავალი ბებია-ბაბუების გამოცდა არ დასრულებულა, ემბრიონების გამოტანა ნანკინის საავადმყოფოდან მხოლოდ იმ პირობით იყო შესაძლებელი, რომ მას სხვა საავადმყოფოში მიიღებდნენ. თუმცა ემბრიონებთან დაკავშირებით ჩინეთში არსებული იურიდიული გაურკვევლობის გამო შეუძლებელი გახდა ისეთი სამედიცინო დაწესებულების პოვნა, რომელიც ამაში მონაწილეობას მიიღებდა. ამის გარდა ჩინეთში აკრძალულია სუროგატი დედობაც. წყვილის მშობლებს მოუწიათ ემბრიონი საზღვარგარეთ წაეღოთ - ეს იყო ერთადერთი გზა ამ პრობლემის გადასაჭრელად.

საბოლოოდ დაუპული წყვილის მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ იმ სუროგაციის ცენტრის მომსახურებით ისარგებლებდნენ, რომელიც ლაოსში მდებარეობს, თუმცა კიდევ ახალი პრობლემა წარმოიშვა - არცერთი ავიაკომპანია არ დათანხმდა იმას, რომ მათ ბორტზე თხევადი აზოტით სავსე კონტეინერი აეტანათ, ამიტომ მათ მოუწიათ, რომ კონტეინერი ავტომანქანით წაეღოთ.

ლაოსში ემბრიონი სუროგატი დედის საშვილოსნოში გადაიტანეს და 2017 წლის დეკემბერში სამყაროს მოევლინა ბიჭი, რომელსაც ტიანტიანი დაარქვეს.

აღსანიშნავია ის, რომ ტიანტიანი არა ლაოსში, არამედ ჩინეთში დაიბადა, სადაც მისი სუროგატი დედა უბრალო ტურისტული ვიზით ჩავიდა. იმის გამო რომ ბიჭის არცერთი მშობელი ცოცხალი არაა , ბიჭის ბებია-ბაბუებს, ოთხივეს მოუწიათ დნმ-ის ანალიზის ჩაბარება, იმის დასადასტურებლად, რომ ტიანტიანი ნამდვილად მათი შვილიშვილია და რომ მისი ორივე მშობელი ჩინელი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ჩინეთის მოქალაქე იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42