უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მინისტრთა კაბინეტს დაავალა დაიწყოს ოფიციალური პროცედურა დსთ-ის დამფუძნებელი სტრუქტურებიდან გამოსვლის თაობაზე.
პოროშენკომ აპირებს საბოლოოდ დახუროს უკრაინის წარმომადგენლობა მინსკში მდებარე დსთ-ს ინსტიტუტებში. მან ასვე დაავალა კაბინეტს, გადახედონ მთელ სამართლებრივ-სახელშეკრულებლო ბაზას, რომელიც უკრაინამ დადო დსთ-ს ფარგლებში და დადონ დასკვნა, რამდენად შეესაბამება ის უკრაინის ეროვნულ ინტერესებს.
გარდა ამისა, უკრაინა აპირებს რუსეთთან სამეგობრო ხელშეკრულებიდან ამოიღოს გარკვეული დებულებები, რადგან დღევანდელი სახით ეს ხელშეკრულება არ შეესაბამება ეროვნულ ინტერესებსა და "ქვეყნის თავდაცვის უფლების" რეალიზაციას.
„დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ)“ 1991 წლის 8 დეკემბერს შეიქმნა რუსეთს, ბელორუსსა და უკრაინას შორის ბელოვეჟში ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად. 1991 წლის 21 დეკემბერს, ყაზახეთის დედაქალაქში ალმა-ათაში, დსთ-ს დამაფუძნებლებმა მიიწვიეს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მეთაურები (ბალტიის ქვეყნებმა შეხევდრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს), სადაც საქართველოს გარდა, ყველამ ხელი მოაწერეს დსთ-ში გაწევრიანებას. საქართველოს დსთ-ში 1994 წელს შევიდა და აგვისტოს ომის შემდეგ 2009 წელს გამოვიდა. თურქმენეთმა 2005 წლის 26 აგვისტოს სრულუფლებიან წევრობაზე უარი განაცხადა და ამჟამად ასოცირებული წევრია. უკრაინამ დსთ-დან გამოსვლის შესახებ 2014 წლის მარტში განაცხადა, თუმცა, დღემდე გასვლის ოფიციალური პროცედურები არ გაუვლია. ამჟამად დსთ-ში 9 ნამდვილი და 1 ასოცირებული წევრი-ქვეყანაა.
მასალის გამოყენების პირობები






