რუსულმა გემებმა აშშ-ს შესაძლო სარაკეტო დარტყმის გამო სირიის სამხედრო-საზღვაო ბაზა დატოვეს
მსოფლიო - 14:11, 12 Apr, 2018     6951
რუსულმა ხომალდებმა სირიის ქალაქ ტარტუსის სიახლოვეს მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზა დატოვეს. ეს დასტურდება იმ სატელიტური სურათებით რომელიც ისრაელის კომპანიამ ImageSat International-მა გამოაქვეყნა.

კომპანიის მონაცემებით, ჩვეულებრივ პორტში 9 რუსული გემი მაინც იყო, თუმცა 11 აპრილის მონაცემებით, ადგილზე მხოლოდ „პალტუსის“ კლასის წყალქვეშა ნავი რჩება.

ISI სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის საზღვაო გემების პორტიდან გასვლა დაკავშირებულია აშშ-ის მოსალოდნელ სარაკეტო დარტყმაზე, რომელიც ვაშინგტონი ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ აპირებს.

როგორც ცნობილია, ტომაჰაუკის 60 რაკეტით აღჭურვილი ამერიკული ხომალდი Donald Cook-ი ტარტუსს მიუახლოვდა. მოგვიანებით ავიაკომპანიებმა მიიღეს გაფრთხილება, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მყოფი აშშ-ის საზღვო ძალების გემები რაკეტების გაშვებას 72 საათის განმავლობაში დაიწყებენ.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ხომალდების გაყვანა შესაძლოა ხმელთაშუაზღვაში რუსული ფლოტის დაგეგმილ სწავლებებს უკავშირდებოდეს, გრაფიკის თანახმად, 11-12 აპრილს სირიის სანაპიროსთან რუსული გემები საწვრთნელ სროლებს განახორციელებენ.

შეგახსენებთ, თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტ ტრამპს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება სარაკეტო დარტყმასთან დაკავშირებით და ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების პასუხად რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, აშშ ასევე უშვებს დიპლომატიური არხების გამოყენების შესაძლებლობასაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42