„მე კვლავ ვამბობ, ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს, ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი განცხადებები არ მაქვს“- განაცხადა სანდერსმა. ჟურნალისტის კომენტარის საპასუხოდ, რომ ეს პასუხი „ ჟღერდა როგორც დადებითი“ სანდერსმა განაცხადა: „ ეს პასუხი ნიშნავს, რომ ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა“ . სანდერსმა აღნიშნა, რომ აშშ ასევე უშვებს დიპლომატიური არხების გამოყენების შესაძლებლობასაც.
სანდერსმა ასევე განაცხადა , რომ რუსეთი „ნაწილობრივ პასუხისმგებელია სირიაში მომხდარ მოვლენებზე“
„რუსეთი გარანტიას იძლეოდა, რომ სირიაში აღარასოდეს იქნებოდა გამოყენებული ქიმიური იარაღი და მან ამის უზრუნველყოფა ვერ შეძლო. რუსეთი დაეხმარა სირიას იმითაც, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს 6 რეზოლუციაზე ვეტოს უფლება გამოიყენა, იმისთვის რომ ასადი დაეცვა“- განაცხადა სამდერსმა და მოსკოვს „ზიანისმომტანი აქტორი“ უწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა Twitter-ში ბაშარ ასადის რეჟიმისთვის პასუხის გაცემის თაობაზე დაწერა და რუსეთს ირონიულად გააფრთხილა.
"რუსეთი გვპირდება, რომ სირიის მისამართით გაშვებულ ყველა რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე რუსეთო, რადგან ისინი მოფრინდებიან, შესანიშნავები, ახლები და "ჭკვიანები"! თქვენ არ უნდა ყოფილიყავით ქიმიური აირით მკვლელი ცხოველის პარტნიორები, რომელიც კლავს თავის ხალხს და ამით სიამოვნებას იღებს!" - დაწერა ტრამპმა.
მასალის გამოყენების პირობები






