NASA მამაკაცის სპერმატოზოიდების ქცევას კოსმოსში დააკვირდება
ეს საინტერესოა - 18:15, 11 Apr, 2018     1224

უახლოეს მომავალში საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟი გაალღობს სპერმის მარაგს, რომელიც სადგურზე ხომალდმა Dragon-მა ჩამოიტანა და შეამოწმებს, თუ როგორ მოიქცევიან ადამიანის სასქესო უჯრედები კოსმოსში, - აცხადებს Space.com.

"წინა ცდები, რომელიც ხარებისა და ზღვის ზღარბების სერმაზე ჩავატარეთ, ცუდად დასრულდა. მართალია, უწონობის პირობებში, სასქესო უჯრედები უფრო სწრაფად იწყებენ მოძრაობას, ვიდრე დედამიწაზე, მაგრამ ისინი ცუდად, ან საერთოდ არ ერწყმიან კვერცხუჯრედებს, რაც კოსმოსში ბავშვის ჩასახვის პრობლემას ქმნის," - აცხადებენ NASA-ში.

ღია კოსმოსში არსებული რადიაციის მაღალი დონე, მეცნიერების აზრით, მთავარი წინააღმდეგობაა ადამიანის "კოსმოსურ სახეობად" გადაქცევის პროცესში. ეს გამოსხივება ყველაზე დიდი საფრთხეს სასქესო უჯრედებს უქმნის, რომლებიც დაყოფის რამდენიმე ფაზას გადიან, სანამ ისინი განაყოფიერებისათვის მზად იქნებიან.

გამრავლების პირველი ცდები, რომელიც მწერებზე, თევზებზე და კიდევ რამდენიმე სახეობაზე ჩატარდა, ადასტურებს, რომ ფაქტიურად არაფერი უშლის ხელს გამრავლებას უწონობის პირობებში. თუმცა, პრიმატებზე ეს ასეთი ცდები არ ჩატარებულა. ასევე არ შეფასებულა შთამომავლობის სიცოცხლისუნარიანობა, რადგან კოსმოსურ სადგურზე შეუძლებელია ერთდროულად თაგვებისა თუ სხვა ცხოველების ასეული ერთეულის გამრავლება.

სწორედ ამას ემსახურება ადამიანის სასქესო უჯრედებზე დაგეგმილი ცდები, რომელიც უახლოესი კვირეების განმავლობაში ჩატარდება. ამისთვის ასტრონავტები სასქესო უჯრედებს სასიგნალო მოლეკულების ორი ნაკრებით დაამუშავებენ, რომლებიც შექმნიან საშვილოსნოს ქიმიური გარემოს იმიტაციას. პირველი მათ აიძულებს დამოუკიდებლად იმოძრაონ, ხოლო მეორე ჩართავს სპეციალურ რეაქციათა ჯაჭვს, რომელიც მათ კვერცხუჯრედთან შერწყმის წინაპირობას შეუქმნის. ამ პროცესის შედეგად ასტრონავტები უჯრედების ათეულობით ფოტოსურათს მიიღებენ, ხოლო შემდეგ კვლავ გაყინავენ და დედამიწაზე გააგზავნიან, შემდგომი შესწავლისათვის.

ეს მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს დაადგინონ არის თუ არა სხვაობა სასქესო უჯრედების ქცებვაში კოსმოსსა და დედამიწაზე და გააკეთონ დასკვნა, რამდენად არის შესაძლებელი ბუნებრივი ჩასახვა უწონობის პირობებში, რაშიც დღემდე მეცნიერებს ეჭვი ეპარებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42