Fitch Ratings-მა „საპარტნიორო ფონდის“ რეიტინგის პროგნოზი „პოზიტიურამდე“ გაზარდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:50, 11 Apr, 2018     1110
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა „საპარტნიორო ფონდს“ რეიტინგის პროგნოზი გაუზარდა და „სტაბილურიდან“ „პოზიტიურზე“ გადაიყვანა. აღსანიშნავია, რომ Fitch-ის რეიტინგებში „საპარტნიორო ფონდის“ რეიტინგი ყოველწლიურად უტოლდება საქართველოს სუვერენულ რეიტინგს და ამჟამად იგი "BB-"-ს შეადგენს. Fitch-ის ანგარიშის მიხედვით, ეს საქართველოს მთავრობის მხრიდან, „საპარტნიორო ფონდთან“ მჭიდრო თანამშრომლობით არის განპირობებული.

Fitch-ი, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ „საპარტნიორო ფონდი“ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ სახელმწიფო კორპორაციას და ნახევრად-საბიუჯეტო საწარმოს, რომელიც ფლობს ისეთ სტრატეგიულ სახელმწიფო კომპანიებს, როგორებიცაა სს „საქართველოს რკინიგზა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „საპარტნიორო ფონდი“ საქართველოში ერთადერთი სახელმწიფო ინტიტუტია, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას (SME) ინვესტიციების კაპიტალის სახით მიწოდებით.

რეიტინგის პროგნოზის გაუმჯობესების მიზეზად, აგრეთვე, სახელდება 2015 წლის ზარალის შემდეგ, 2016 და 2017 წლებში „საპარტნიორო ფონდის“ მოგებაზე გასვლა. გარდა ამისა, „საპარტნიორო ფონდი“ 2018 წლის განმავლობაში ელოდება დაახლოებით, 70 მილიონი ლარის დივიდენდის სახით მიღებას შვილობილი საწარმოებიდან.

„საპარტნიორო ფონდის“ ლიკვიდურობის შეფასებისას, Fitch-ი აღნიშნავს, რომ „საპარტნიორო ფონდი“ ამჟამად კარგად ემსახურება საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი Credit Suisse-ისგან აღებულ სესხს, რომლის ძირი თანხაც 130 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნული სესხის დაფარვის ვადა 2020 წელია.

მნიშვნელოვანია, რომ „საპარტნიორო ფონდისთვის“ ამ ეტაპზე „BB- პოზიტიური პროგნოზით“ წარმოადგენს მაქსიმუმს, რაც შეიძლება მიღწეულ იქნას Fitch-ისგან. გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც სახელმწიფო საწარმო თავად სახელმწიფოზე მჭიდროდაა ინტეგრირებული საერთაშორისო ბაზრებთან, ფონდის ტიპის საწარმოებისთვის სუვერენული რეიტინგი ზედა ზღვარს წარმოადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42