გმირი, რომელიც ომშიც და უკანასკნელ გზაზეც პირმშომ გააცილა - ზაზა ფერაძე
საზოგადოება - 09:31, 07 Aug, 2013     3553

ცხინვალში შებრუნების შემდეგ ერთი ტყვია ხელში მოხვდა, მაგრამ უკან არ დაუხევია. სნაიპერი მუშაობდა და 7 ქართველი მოკლა. ზაზამ აღმოაჩინა სნაიპერის ადგილსამყოფელი და მისკენ შეუმჩნევლად წავიდა. ბიჭები ამბობენ, სნაიპერი ვერ ხედავდაო, მაგრამ მისგან მოშორებით მყოფ ქართველს როცა ესროლა, ზაზა შებრუნდა და მასთან მივიდა - იქნებ ვუშველოო. სწორედ მაშინ გამოასალმა სიცოცხლეს სნაიპერმა...

ზაზა 1973 წლის 16 თებერვალს, შორაპანში დაიბადა. აფხაზეთში იბრძოდა, მერე სამხედრო საქმის სიყვარულმა თავისი გაიტანა და ერაყშიც წავიდა. იქედან დაბრუნებულმა ლამაზი ოჯახიც შექმნა: ნათიასა და ზაზას სიყვარული ქორწინებით გამტკიცდა და ერთი წლის თავზე დემეტრე, ზაზას გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ კი ანასტასია გაჩნდა.

ნათია, ზაზა ფერაძის მეუღლე: "2 წელი ისე ვიცხოვრეთ, არც კი გვიკამათია. უდიდესი სიყვარული შეეძლო, ამ ხნის განმავლობაში გათენება მიხაროდა.

როცა დემეტრე დაიბადა და შეიყვანეს, რომ შვილი ენახა, მივიდა და დახედა. ბავშვი შებრუნებული იყო. დაუძახა და სასწაული მოხდა: დემეტრემ თავი მოაბრუნა, დააკვირდა და გაუღიმა. მანამდეც, სანამ ორსულად ვიყავი, ყოველ დილით მუცელზე ხელს გადამისვამდა და ბოხი ხმა უნაზდებოდა, ასე ეუბნებოდა: "დილა მშვიდობისა, მამა!" და ბავშვიც მაშინვე შეინძრეოდა ხოლმე...

2 აგვისტოს დასავლეთში წავედი. 2 დღის ჩასული ვიყავი და მესამე დღეს დამირეკა, ბავშვი მენატრება და უნდა ჩამოგიყვანოთო. ვერ ჩამოვედით, დემეტრე წლისა და ოთხი თვის იყო, მე - 8 თვის ორსული და თავი შევიკავეთ საბოლოოდ. ახლა ამას საშინლად ვნანობ..."

ზაზას ცხედარი მოგვიანებით, ოქტომბერში გადმოასვენეს, მანამდე სახლში იმედი ჰქონდათ, რომ დაბრუნდებოდა. გმირი მამა უკანასკნელ გზაზე პირმშომ - დემეტრე ფერაძემ გააცილა და ეს ფოტო სწორედ უფროსი სერჟანტის დაკრძალვის დღესაა გადაღებული...

ზაზა ფერაძე ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის კავალერია. დაჯილდოებულია სიკვდილის შემდეგ.

გაზეთ "პრაიმტაიმის" წერილების ციკლის "გმირები" მიხედვით.

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42