რას უმზადებს ტრამპი ასადის რეჟიმს - მსოფლიო მედიის მოსაზრებები
მსოფლიო - 14:36, 11 Apr, 2018     4332
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს, 9 აპრილს განაცხადა, რომ 48 საათში მიიღებს გადაწყვეტილებას, რა პასუხს გასცემს სირიაში, ქალაქ დუმაში, ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს. ასადის რეჟიმისთვის მკაცრი პასუხის გაცემას 10 აპრილს მხარი დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაუჭრეს, თუმცა, მათ ღია სამხედრო ჩარევაზე არ უსაუბრიათ. ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათი დარჩა.

ტრამპი აცხადებს, რომ მას "პასუხის რამდენიმე სამხედრო ვარიანტი" აქვს. ამასთან, ქიმიური შეტევის ადგილას უახლოეს მომავალში "ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები ჩადიან, რათა მტკიცებულებები მოიპოვონ.

New York Times-ის ცნობით, ტრამპი ამჟამა სამხედრო მრჩევლებთან განიხილავს უფრო მძლავრი სამხედრო დარტყმის განხორციელების შესაძლებლობას, ვიდრე სარაკეტო დარტმა, რომელიც 2017 წლის აპრილში განახორციელა. მათი აზრით, მხოლოდ ეს შეაცერებს ასადის რეჟიმს, მომავალში ქიმიური იარაღის გამოყენებისაგან.

Guardian-ი თვლის, რომ ერთადერთი ეფექტური დარტყმა სირიის სამხედრო ავიაციის სრული განადგურება იქნებოდა. სამხედრო ექსპერტის აზრით, ამის განხორცილება აშშ-ს სავსებით ხელეწიფება.

Los Angeles Times-ი ვარაუდობს, რომ თუ ტრამპმა მასირებული ავიადარტყმები განახორციელა, მას შეიძლება სირიაში მყოფი რუსი სამხედრო მოსამსახურეებიც შეეწირონ. თუმცა, სავარაუდოდ, ვაშინგტონი დარტყმამდე მოსკოვს წინასწარ გააფრთხილებს, ზუსტი დროისა და ადგილის მითითების გარეშე. ამასთან, ლიბანში რუსეთის ელჩმა განაცხადა, რომ მოსკოვი სირიის მიმართულებით გამოშვებული რაკეტების ჩამოგდების უფლებას იტოვებს.

მზარდი დაძაბულობის ფონზე ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ ავიაკომპანიები გააფრთხილა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ნავიგაციას შეიძლება საფრთხე შეექმნას ან შეფერხებებით განხორციელდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42