The Sun-ის ინფორმაციით, იულია სკრიპალი სავარაუდოდ, ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, სადაც უსაფრთხოების მიზნით, სამხედროების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.
ცნობისთვის, იულია სკრიპალი გუშინ ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, უკვე არსებობს იმედი, რომ იულია სკრიპალი შეძლებს გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას.
იულია სკრიპალი მოწამვლის შემდეგ გონზე 27 მარტს მოვიდა და ლაპარაკი დაიწყო.
მისი მამა, რომელიც 66 წლისაა, საავადმყოფოში რჩება, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობაც სწრაფად უმჯობესდება.
შეგახსენებთ, ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ისინი ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს. ბრიტანეთის მთვარობა მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.
მასალის გამოყენების პირობები






