სენატორები იმ საკითხსაც შეეხენ, თუ რამდენად არის დაცული სოცქსელი უცხოური პოლიტკომპანიებისაგან და რამდენად იყო შესაძლებელი Facebook-ს გამოყენება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად.
"Facebook-ის თანამშრომლები რუსეთის მიერ დასპონსორებული ჯგუფების წინააღმდეგ "გამალებული შეიარაღების" რეჟიმშ იმყოფება. ისინი მუდმივად ცდილობენ გამოიყენონ სოცქსელი საზოგადოებრივ აზრსა და კენჭისყრის შედეგებზე გავლენის მოსახდენად," - განაცხადა ცუკერბერგმა მოსმენების დროს დასმული კითხვების საპასუხოდ.
მისი თქმით, Facebook-ი მუდმივად ცდილობს ქსელის უსაფრთხოების სრულყოფას. მაგალითისთვის მან უახლესი ნოვაცია დაასახელა, რომლის თანახმადაც მოხდა ხელოვნური ინტელექტის ჩანერგვა ქსელში, რომელსაც შეუძლია გამოავლინოს ყალბი აქაუნთები, რომლებიც პოლიტიკურ განწყობებზე გავლენის მოსახდენად არის შექმნილი. ამავე მიზნით, ცუკერბერგის განცხადებით, კომპანიაში 20 ათასი ახალი თანამშრომელი აიყვანეს.
ცუკერბერგის განცხადებით, იგი ჯერ არ დაუბარებიათ სპეცპროკურორ მიულერთან, რომელიც აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს იძიებს, თუმცა საგამოძიებო კომისიაში მისი რამდენიმე თანამშრომელი უკვე იმყოფებოდა.
მარკ ცუკერბერგმა აღიარა, რომ კომპანია გვიან მიხვდა რუსეთის "ტროლები ფაბრიკის" მხრიდან წამოსული საფრთხის შესახებ. მან ამის გამო ბოდიში მოუხადა მომხმარებლებს:
"ამის აღმოფხვრა ჩვენი ერთერთი მთავარი პრიორიტეტია 2018 წლისთვის. ჩემი ყველაზე დიდი სინანული კომაონიის მართვის საკითხში, არის ის, რომ ჩვენ გვიან შევნიშნეთ რუსეთის საინფორმაციო ოპერაციები 2016 წელს. ჩვენ ველოდდით, რომ ისინი ტრადიციულ კიბერშეტევებს გამოიყენებდნენ, რომელთა იდენტიფიცირებაც ჩვენ უკვე გვქონდა, ჩვენ ამის შესახებ იმ კომპანიებსაც ვაცნობეთ, რომელთ ბაზების გატეხვასაც ცდილობდნენ. მაგრამ ჩვენ საინფორმაციო ოპერაციების იდენტიფიცირება ვერ მოვახდინეთ დროზე," - განაცხადა "Facebook-ის მფლობელმა.
ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ "Facebook-ის ყალბი, პოლიტიკურად ანგაჟირებული აქაუნთების გამოვლენის ახალი მექანიზმი იმოქმედებს არა მარტო აშშ-ის არამედ სხვა ქვეყნების არჩევნების მიმდინარეობის დროსაც.
მასალის გამოყენების პირობები






