ლენინის ციტატები და ჩაგდებული რეზოლუციები - გაეროს უშიშროების საბჭოს უშედეგო სხდომა
მსოფლიო - 10:20, 11 Apr, 2018     1404

უშედეგოდ დასრულდა გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა, რომელსაც სირიაში, დუმაში მომხდარი ქიმიური შეტევის თაობაზე და მის გამოძიებაზე რეზოლუცია უნდა მიეღო.

პირველი კენჭისყრაზე ამერიკის შეერთებული შტატების რეზოლუცია დადგა, რომელიც მომხდარის სრულ გამოძიებას და თავდასხმის ორგანიზატორის დადგენას ითვალისწინებდა. აშშ-სთან ერთად, რეზოლუციაზე მუშაობდნენ კანადა, საფრანგეთი, ნიდერლანდები, პერუ, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი და თურქეთი. რეზოლუცია რუსეთმა ჩააგდო, რომელსაც ბოლივიამ აუბა მხარი.

ამის საპასუხოდ აშშ-მ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ჩააგდო რუსეთის ორივე რეზოლუცია, რომელიც სირიის კრიზისს ეხებოდა.

კენჭისყრების შემდეგ, რუსეთის ვეტოს კომენტირებისას, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა კარენ პირსმა მაგალითად ვლადიმირ ლენინის ციტატა - "რაოდენობა გადადის ხარისხში", მოიყვანა. საპასუხოდ, რუსეთის წარმომადგენელმა ვლადიმირ ნებეზნიამ განაცხადა, რომ მარქსი, ენგელსი და ლენინი ლონდონის ხშირი სტუმრები იყვნენ.

"მარქსი საფლავში გადატრიალდებოდა, როცა გაიგებდა თუ რამდენს აკეთებს მის პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო სირიის მხარდასაჭერად," - უპასუხა პირსმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42