სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომებმა დაასახელეს რამდენიმე სახიფათო ასტეროიდი, რომელთა დედამიწაზე დაცემაც უახლოეს მომავალში დიდი ალბათობითაა ნავარაუდები.
"ასტეროიდის დედამიწაზე დაცემის ალბათობა ძალიან მცირეა, დაახლოებით 1/1000000-თან, მაგრამ ჩვენმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი ციური სხეულები, რომლებიც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ," - აცხადებს უნივერსიტეტის პროფესორი ლეონიდ სოკოლოვი.
რამდენიმე ათეული წელიწადია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები ე.წ. "ასტეროიდების აღწერით" არიან დაკავებულები, რათა შექმნან პროგნოზი, თუ რამდენად არიან ისინი საშიშნი კაცობრიობისათვის. ასევე შექმნილია სპეციალური შკალა, რომელიც ციური სხეულების დედამიწაზე დაცემის ალბათობას ასახავს. მიუხედავად ამისა, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, როგორც დედამიწაზე, ასევე კოსმოსში განლაგებული ტელესკოპების მეშვეობით აღმოჩენილია რამდენიმე ახალი ობიექტი, რომელიც ზომით ტოლია ან რამდენიმეჯერ აღემატება "ცელიაბინსკის" ასტეროიდს, რომელიც დედამიწაზე 2013 წლის თებერვალში დაეცა.NASA-ს განცხადებით, მეცნიერებს ინფორმაცია აქვთ დაახლოებით 5000 ასტეროიდზე, რომლის დიამეტრიც 100 მეტრზე მეტია. რეალობაში მათი რიცხვი, ასტრონომების განცხადებით, ათეულატასობითაა.
პეტერბურგელმა მეცნიერმა სოკოლოვმა და მისმა კოლეგებმა დაასახელეს ის რამდენიმე უკვე ცნობილი ასტეროიდი, რომლებიც სავარაუდოდ დედამიწას ემუქრება. მათ პეტერბურგის უნივერსიტეტის სუპერკომპიუტერის მეშვეობით გამოთვალეს თუ როგორ შეიცვლება მათი მოძრაობის ორბიტები მზის სისტემასთან მიმართებაში უახლოესი ასეული წლების განმავლობაში.
მათ შორის პირველ ადგილზეა "აპოფისი" (2004 MN4), ერთერთი ყველაზე დიდი ასტეროიდი, რომელიც NASA-ს მონაცემებითაც ყველაზე სახიფათო ასტეროიდებს განეკუთვნება. მისი დიამეტრი, უკანასკნელი გათვლებით 270-340 მეტრია. აპოფისის პარამეტრებიდან გამომდინარე, დაცემის შემთხვევაში, მას შეუძლია დედამიწაზე გლობალური ხასიათის კატასტროფები გამოიწვიოს.
NASA-ს მონაცემებით აპოფისი დედამიწის ორბიტასთან მინიმალურ მანძილზე 2029 წელს გაივლის, რომელიც 37 500 კმ (სხვა მონაცემებით: 36 830 კმ) შეადგენს. რადარული დაკვირვების შემდეგ 2029 წელს შეჯახება გამოირიცხა, მაგრამ პირველადი მონაცემების სიზუსტის ნაკლებობის გამო 2036 წელს და შემდგომ წლებში შეჯახების ალბათობა მაღალია, რადგან 2029 წელს იგი სავარაუდოდ ორბიტას შეიცვლის.
რუსი ასტრონომების გათვლით, აპოფისს მომავალი 1-2 ასწლეულის მანძილზე დედამიწაზე სიცოცხლის განადგურების 150 "მცდელობა" ექნება. მით უფრო, რომ ყოველი მიახლოებისას მისი ორბიტისა თუ სხვა მახასიათებლების ცვლილებაა მოსალოდნელი. პროფესორი სოკოლოვის განცხადებით, დედამიწის გარდა, შესაძლოა მთვარეზეც დაეცეს - მას ამის "შანსი" პირველად 2056 წელს ექნება. სოკოლოვი ასევე თვლის, რომ ამავე პერიოდში გაიზრდება მისი დედამიწაზე დაცემის ალბათობაც.
რუსი მეცნიერები ასახელებენ მინიმუმ კიდევ სამ, ახლადაღმოჩენილ ასტეროიდს - 2015 RN35, 2008 EX5 და 2013 XK22-ს. სამივე ეს ციური სხეული პარამეტრებით აპოფისს ჩამორჩებიან და მხოლოდ კონტინეტალური კატასროფების გამოწვევა შეუძლიათ. მათ შორის დედამიწაზე დაცემის ყველაზე მაღალი ალბათობა და "შესაძლებლობა" 2015 RN35–ს აქვს. უფო ნაკლებალბათურია 2008 EX5-ისა და 2013 XK22-ის დაცემის შესაძლებლობა.
რუსი მეცნიერი აცხადებს, რომ მისი მიზანი არ არის ვინმეს დაშინება და აპოკალიფსის წინასწარმეტყველაბა, მას იმედი აქვს, რომ ეს გამოკვლევები მსოფლიოს წამყვან კოსმოსურ სააგენტოებსა და ქვეყნებს დაეხ,არება, საფრთხის მომზადებულნი დახვდნენ და შეიმუშაონ მეთოდები, თუ როგორ აიროდინ ის.
მასალის გამოყენების პირობები






