Game of Thrones-ის მორიგი რეკორდი - ფინალურ სეზონში ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბრძოლის სცენა იქნება
ეს საინტერესოა - 15:37, 10 Apr, 2018     2148
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „სატახტოთა თამაშების“ თაყვანისმცემლებს მოულოდნელი სიუჟეტური გადატრიალება ელოდებათ, უფრო ზუსტად კი ესაა ერთ-ერთი მთავარი გმირის ორსულობა, რომელმაც შესაძლოა ვესტეროსის ისტორიაზე დიდი ზეგავლენა მოახდინოს. ასევე ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ „სატახტო თამაშების“ შემქმნელებმა თავისივე რეკორდი მოხსნეს, საქმე ეხება გადაღების ხანგრძლივობას. რეჟისორის თანაშემწემ ჯონათან კუინლანმა ინსტაგრამზე ინფორმაცია გაავრცელა, იმის შესახებ რომ ერთ-ერთ საბრძოლო სცენას 55 დღე იღებდნენ. ეს ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბრძოლის სცენა იქნება

„მე მინდა მადლობა გადავუხადო მერვე სეზონის პროდიუსერებს 55 ღამიანი შეუჩერებელი მუშაობისთვის, იმისთვის რომ გადაიტანეს ყინვა, თოვლი, წვიმა, მტვერი და ნაგავი. როდესაც 10 მილიონი ადამიანი ამ ეპიზოდს ნახავს, ვერასდროს გაიგებს, რამდენი შრომაა ჩადებული მასში. მათთვის სულ ერთი იქნება, რა ძლიერად ვიღლებოდით და როგორი ძნელი იყო ასეთ სიცივეში მუშაობა. ისინი უბრალოდ მიხვდებიან, რომ მსგავსი არასოდეს არაფერი უნახავთ.“- ნათქვამია პროდიუსერებისადმი გაგზავნილ სამადლობელ წერილში, რომელიც კუინლანმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

წინა რეკორდიც „სატახტოთა თამაშებს“ ეკუთვნის, მაშინ ერთ-ერთ ბრძოლას ერთი თვის განმავლობაში იღებდნენ.

ახლა სერიალის თაყვანისმცემლები ცდილობენ გამოიცნონ, რომელ სცენას დასჭირდა ამდენი ხანი გადაღება, ისინი ვარაუდობენ, რომ ეს დაკავშირებული იქნება ვინტერფელის ალყასა და ღამის მეფესთან.

HBO საკულტო სერიალის, „სატახტოთა თამაშების” მერვე სეზონს მთელი მსოფლიო ელის. პროდიუსერებმა განაცხადეს, რომ ფინალურ სეზონში რამდენიმე მთავარი პერსონაჟი მოკვდება.

ბოლო დროის ყველაზე რეიტინგული და პოპულარული სერიალის ბოლო სეზონი 6 ეპიზოდისგან შედგება და 2019 წელს გამოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42