მისი ცნობით, SS Donald Cook-მა, რომლის შეიარღებაშიც 60 ფრთოსანი რაკეტა "ტომოჰავკია", დატოვა კვიპროსზე დისლოცირების პორტი და სირიის მიმართულებით გაემართა. რამდენიმე დღეში მას USS Porter-იც შეუერთდება.
თურქული Hurriyet-ის ცნობით, SS Donald Cook სირიის ქალაქ ტარტუსიდან 100 კილომეტრში იმყოფება. ამ ქალაქთან რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზაა განლაგებული. ამავე გამოცემის ინფორმაციით, ამერიკულ ხომალდს რამდენჯერმე რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა შემოუფრინეს.
აშშ-ის სამხედრო ხომალდთან რუსული თვითმფრინავების მიახლოების ფაქტი ცოტა ხნის წინ აშშ-ის სამხედრო უწყებამ უარყო, თუმცა, მას არ დაუზუსტებია, თუ სად იმყოფება ამჟამად SS Donald Cook-ი.
შეგასენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბაშარ ასადის რეჟიმს, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო მკაცრ, სწრაფ და ძალისმიერ პასუხს გასცემს, ხოლო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაში უშუალო დამნაშავე რუსეთია.
8 აპრილს, ბაშარ ასადის არმიის ქიმიურ შეტევას სირიის ქალაქ დუმაში 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთი და სირია ამ ფაქტს უარყოფენ.
მასალის გამოყენების პირობები






