ფრანგულ სერიალში პირველი ტრანსგენდერი მამაკაცი გამოჩნდა
მსოფლიო - 14:26, 10 Apr, 2018     1367
იონას ბენ აჰმედი პირველი ტრანსგენდერი კაცია, რომელმაც ფრანგულ სერიალში "Plus Belle la vie" მიიღო მონაწილეობა, ის სერიალში ტრანსგენდერი დიმიტრის როლს ასრულებს.

იონასი 26 წლის წინ გოგოდ დაიბადა. 18 წლისამ კი ქამინგ აუთი გააკეთა და აღიარა, რომ ტრანსგენდერი კაცია. იონასის თქმით, ის 18 წლამდე იმის გამო იცდიდა, რომ მშობლებისგან უარყოფის ეშინოდა, მის აღიარებას ნამდვილად მოჰყვა უარყოფითი რეაქცია ოჯახისგან. რაც შეეხება მეგობრებს, იონასის თქმით მან არჩია, რომ თითოეულ მათგანთან ცალცალკე ეღიარებინა:

„ვამჯობინე, რომ დრო მათთვის ახსნისთვის დამეხარჯა, ვიდრე ზოგადი განცხადება გამეკეთებინა ფეისბუკზე“- აცხადებს იონასი, მისი თქმით, ყველა მის ახლობელს ეს ფაქტი ნორმალურად არ მიუღია.

მსახიობი ახლა 26 წლისაა და ის არ ნანობს, რომ ბიჭად არ დაიბადა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ის ამბობს, ამ შემთვევაში, მისი ცხოვრება გაცილებით ადვილი იქნებოდა:

„დღეს მე აღარ მცხვენია, რომ გოგოდ დავიბადე, ამან მომცა საშუალება ვყოფილიყავი ის კაცი, ვინც დღეს ვარ . მე დღეს ამაყი ვარ იმ კაცით, რომელსაც დღეს წარმოვადგენ“- აცხადებს იონასი.

მისი თქმით, მან ტრანსგენდერი მსახიობებისთვის კარი გახსნა. როგორც იონასი აცხადებს, ის შოკირებული იყო იმით, რომ საფრანგეთში სხვა ტრანსგენდერი მსახიობები არ არიან: „ მე ვფიქრობ, რომ ეს კარი, სხვა ქვეყნებში, ჩვენზე გაცილებით ადრე გაიღო.“

იონასს არ უყვარს გამოთქმა „კაცი გახდა“ ან „ქალი გახდა“. „კაცად და ქალად არ ხდებიან, ასეთები არიან ყოველთვის და ყველა შემთხვევაში.“ მისი თქმით, სკოლაში ის იძულებული იყო რომ საკუთარი თავისთვის გოგოობა დაეძალებინა, მისი თქმით საკუთარი ბუნებრივი მდგომარეობის წინააღმდეგ ბრძოლა მისთვის დიდი განსაცდელი იყო.

იონასმა ჰორმონალური მკურნალობა 2013 წელს გაიარა და რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა. მისი თქმით ახლა ის არავის მიმართ არ გრძნობს სიბრაზეს და ბედნიერია.

მისი თქმით, არასწორია როდესაც ტრანსგენდერების მიერ გავლილ მკურნალობას ტრანსფორმაციას უწოდებენ, რადგან მისი თქმით, მან ტრანსფორმაცია, ანუ გარდაქმნა კი არ განიცადა, არამედ ტრანზიცია, რითაც მისი სხეული და გენდერული იდენტობა შესაბამისობაში მოიყვანა.

Plus Belle la Vie ფრანგული სერიალია, რომელიც მაყურებელს ერთი სამეზობლოს ამბებს მოუთხრობს, თუმცა არა მხოლოდ. ცოტა ხნის წინ სერიალის შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ტრანსგენდერი ადამიანების საკითხს შეხებოდა და ისინი ეკრანზე კლიშეების გარეშე გამოეჩინა, სწორედ ამისთვის მათ სერიალში მოიწვიეს პირველი ტრანსგენდერი მსახიობი საფრანგეთში, იონას ბენ აჰმედი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42