დაზარალებულთა შორის ლიდერობს მილიარდელი ოლეგ დერიპასკა (ის რუსული ალუმინის წარმოების გიგანტი და მისი მესაკუთრეა). მისი კომპანიის აქციების ფასი 50%-ით დაეცა.
1.3 მილიარდი დაკარგა კიდევ ერთმა რუსმა ბიზნესმენმა ვლადიმირ პოტანინმა, 9 აპრილს მისი აქციები 15%-ზე მეტით დაეცა.
მეორე და მესამე ადგილზე არიან დიდი ფინანსური ზარალის კუთხით, ვიქტორ ვეკსელბერგი (908 მილიონის დანაკარგით) და სულეიმან კერიმოვი (მინუს 813 მილიონით).
მათთან შედარებით მცირე დანაკარგი განიცადეს ანდრეი სკოჩმა (106 მილიონი), ვლადიმერ ბოგდანოვმა (47 მილიონი)
9 აპრილს საფონდო ბირჟაზე აქციების ფასის დაცემის შედეგად ასევე მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს - ლეონიდ მიხელსონმა (მინუს $755 მლნ), გენადი ტიმჩენკო (მინუს $716 მლნ), ვლადიმირ ლისინი (მინუს $578 მლნ), რომან აბრამოვიჩი (მინუს $534 მლნ), ვაგიტ ალეკპეროვი (მინუს $519 მლნ) და ალექსეი მორდაშოვი (მინუს $489 მლნ).
რუსი ოლიგარქებისთვის მიყენებულ ფინანსურ ზარალს ეხმაურება ენმ-ის წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე, რომელიც რუსულ ოლიგარქიულ ბიზნესს მძიმე დღეებს უწინასწარმეტყველებს.
„კრემლთან დაახლოებული რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ ახლახან ამერიკის მიერ შემოღებულმა სანქციებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რუსული ალუმინის გიგანტს და მის მილიარდელ მესაკუთრეს ოლეგ დერიპასკას. ჰონკონგის ბირჟაზე მისი კომპანიის აქციების ფასი 50 პროცენტით დაეცა, ხოლო მას შემდგ, რაც ლონდონის ბირჟაზე ვარდნამ 25 პროცენტს მიაღწია, ვაჭრობა შეწყდა.
50-მა ყველაზე მდიდარმა რუსმა ბიზნესმენმა ერთ დღეში 12 მილიარდი დოლარი დაკარგა.
მძიმე დღეები ელის რუსულ ოლიგარქიულ ბიზნესს“ - წერს რომან გოცირიძე.
მასალის გამოყენების პირობები






