9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 13:04, 08 Apr, 2018     6045

ვერძი

ნუ იდარდებთ, თუ ყველაფერი ისე არ მოხდება, როგორც გსურდათ. მიენდეთ ფორტუნას. ნუ იქნებით ჭირვეული და გაღიზიანებული. სანამ რამეს იტყოდეთ, დაფიქრდით, რათა გული არავის ატკინოთ.

კურო

კარგი დღეა სიახლეებისთვის. ზოგიერთი სარფიან შემოთავაზებას მიიღებს. მოერიდეთ აგრესიულობის გამოხატვას. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი

ნუ დაიტვირთავთ თავს ზედმეტი ვალდებულებებით. ეს ნერვების მოშლის მეტს არაფერს მოგიტანთ. მცირე რისკი და ექსპერიმენტები დასაშვებია.

კირჩხიბი

გადაადგილებებისა და შეხვედრების დღეა. დაღლილობისა და პასუხისმგებლობის მიუხედავად იყავით ღიმილიანი. მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ.

ლომი

ოპტიმისტურად ხართ განწყობილი. მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. თქვენ მარტივად გაუმკლავდებით დაბრკოლებებს. შეიძლება საზღვარგარეთ სწავლა/მუშაობა შემოგთავაზონ.

ქალწული

ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დატვირთვას უნდა გაუძლოთ. შეიძლება ელექტროტექნიკამ გიმტყუნოთ. იყავით ოპერატიული და თამამი. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას გარშემო მყოფებთან.

სასწორი

დღეს სხვების ჭირვეულობა და უცნაურობა მშვიდად უნდა მიიღოთ, სხვა დღისთვის გადადეთ ურთიერთობის გარკვევა საყვარელ ადამიანთან. დახმარებისთვის ავტორიტეტებს მიმართეთ.

მორიელი

ზოგიერთი ორიგინალურ დავალებას მიიღებს. საქმის გამო შეიძლება თქვენთვის უცნაურ, რთულ ადამიანთან მოგიწიოთ დამეგობრებამ. გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას, თვალებს.

მშვილდოსანი

განახლების დროა საქმეებში, შემოქმედებით იდეებში, ურთიერთობებში. ზოგიერთი სპორტის ექსტრემალურ სპორტს ამჯობინებს, ზოგი - საშიშ თამაშს. ეცადეთ, გასართობმა თქვენი ფინანსები არ შეიწიროს.

თხის რქა

დღეს შეიძლება სხვათა მითითებების შესრულებამ მოგიწიოთ სრული კონტროლის ქვეშ. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას. უმჯობესია, კორექტივები შეიტანოთ მიმდინარეებში.

მერწყული

მგზავრობის, მოულოდნელი ნაცნობობის დღეა. მოერიდეთ უსიამოვნებას ნათესავებთან. თუ ვიღაც ან რაღაც არ მოგწონთ, ამოშალეთ თქვენი ცხოვრებიდან. მოძველებული გეგმები ახალი იდეებით ჩაანაცვლეთ.

თევზები

მოერიდეთ ავანტიურას. გარისკვით შეიძლება ფულიც დაკარგოთ და მეგობრებიც. ნუ აჰყვებით იმპულსებს. ახალს, უჩვეულოსა და ბზინვარეს მხოლოდ უყურეთ. კარგი დღეა დასაფიქრებლად, შეცდომების გამოსასწორებლად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42