დღეს, იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში დღეს წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდება.
წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. წმინდა ცეცხლი ტაძრიდან გამოაქვთ განსაკუთრებული ღვთისმსახურების დროს, რომელიც ყოველ წელს დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს ტარდება.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14.00 საათზე შევა და საფლავი დაიხურება.
იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ მორწმუნეთა შორის ქართველი მომლოცველებიც იმყოფებიან. წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში შაბათს გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.
ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან, ნიშნად უფლის მოწყალებისა.
მასალის გამოყენების პირობები