აღდომაზე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ხშირად ფატალური შედეგით მთავრდება
ეს საინტერესოა - 18:24, 06 Apr, 2018     2710
საქართველო, ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელ ქვეყნებს შორის მოწინავე ადგილზეა. თუკი სხვა ქვეყნების ნაწილში 1 მოქალაქე წელიწადში 6 ლიტრ ალკოჰოლს მოიხმარს, საქართველოში ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაზრდილია.

WHO (მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია)-ის კვლევის თანახმად, საქართველოში 15 წელს გადაცილებულ ერთ სულ მოსახლეზე, წელიწადში საშუალოდ 7,7 ლიტრი სასმელი მოდის და აქედან თითქმის 50% ღვინოა, 33% კი სპირტიანი სასმელი.

აღნიშნული მაჩვენებელი განსაკუთრებით იზრდება ისეთი დიდი დღესასწაულების დროს როგორიც აღდგომაა. სამწუხაროდ, რელიგიურ დღესასწაულზე ჭარბი ალკოჰოლის მიღება ხშირად ფატალური შედეგითაც სრულდება.

გადაუდებელი დახმარების ექიმი კომენტარისას გვიყვება, რომ საქართველოში მძიმე ტრავმები მატულობს დღესასწაულებზე და ხსნილის პერიოდში ქორწილების დროს. მისი თქმით, თუ გავითვალისწინებთ მამაკაცების მიერ სუფრაზე მიღებული ალკოჰოლის ოდენობას საგზაო შემთხვევების და ცეცხსასროლი ჭრილობების სიმრავლე ექიმების გაოცებას აღარ იწვევს.

დღესასწაულის დროს მომატებული ავტოსაგზაო შემთხვევების, ერთ-ერთი მიზეზი ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვაა. ფატალური შემთხვევით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა შარშან აღდგომის დღესასწაულზე, რომელსაც რამდენიმე ადამიანის და მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.

2014 წლის მონაცემებით კი წითელი პარასკევის შემდეგ, სამი დღის განმავლობაში სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ცენტრში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო 276 გამოძახება დაფიქსირდა . ხოლო, შარშან, აღდგომის დღესასწაულის აღნიშნვის დღეებში მხოლოდ თბილისში 100-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა.

ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ქართველები იშვიათად მიიჩნევენ თავს ალკოჰოლზე დამოკიდებულად, ტრადიციებია. რადგანაც ხშირად ქართველები თავს „ღვინის მსმელ ერად“ მიიჩნევენ და ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება და თრობა ჩვეულ ამბავად მიაჩნიათ. არადა, 20-40 წლის ასაკის ადამიანების სიკვდილის 20-25 % ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებასთან არის დაკავშირებული.

მართალია, საქართველოს კანონმდებლობა არასრულწლოვნებზე ალკოჰოლის გაყიდვას კრძალავს, გამოკითხვებით , ალკოჰოლი აღდგომის დღესასწაულზე სკოლის მოსწავლეებისთვისაც ხელმსაწვდომია. ESPAD-ის კვლების მიხედვით ირკვევა, რომ თრობა არც საქართველოში მცხოვრებ არასრულწოვნებისთვისაა უცხო , რადგანაც საქართველოში 16 წლის ახალგაზრდობაში ალკოჰოლი ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ფსიქოაქტიურ საშუალებას წარმოადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42