ორგანიზაცია Heart of England Foundation NHS Trust-ის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, დღეს ბავშვები ტექნოლოგიებით იმდენად ხშირად სარგებლობენ, რომ ფანქრის დაჭერა უჭირთ. მათი თქმით, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სენსორული ეკრანის მქონე ტელეფონებისა და ტაბლეტების ხშირად სარგებლობის გამო, ბავშვის თითის კუნთი სათანადოდ ვერ ვითარდება იმისთვის, რომ მან ფანქრით დახატოს.
"ტაბლეტებისა და სმარტფონების გამოყენების გამო, ბავშვები, რომლებიც პირველ კლასში მიდიან, ფანქარს ადვილად ვერ ეგუებიან. მათ უჭირთ მისი გამოყენება, გაზარმაცებული კუნთების გამო. 10 წლის წინ მსგავსი ვითარება არ იყო" - ამბობს სალი პეინი, Heart of England Foundation NHS Trust-ის თერაპევტი.
The Guardian-s მაგალითად მოჰყავთ 6 წლის ბიჭუნას პატრიკის შემთხვევა. ბავშვს სპეციალური თერაპიით სარგებლობა დასჭირდა იმისთვის, რომ საჩვენებელი თითის ფუნქციონირება გაზრდილიყო.
„ტრადიციული სათამაშოების ნაცვლად, პატრიკი ტექნიკით თამაშობდა. როდესაც სკოლაში შევიყვანეს, შეშფოთებულებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ პატრიკს ფანქრით სარგებლობასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს. ჩემს შვილს ფანქარი ისევე ეჭირა, როგორც გამოქვაბულის ადამიანს ჯოხი. მას წერის სწავლა გაუჭირდა, რადგან ფანქრის კონტროლი არ შეეძლო" - ამბობს პატრიკის დედა.
მასალის გამოყენების პირობები






