რა პოლიტიკური ინტერესები აქვს ხელისუფლებას ტყიბულის შახტაში - რატომ არ ისჯებიან დამნაშავეები
პოზიცია - 11:47, 05 Apr, 2018     2135
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში გამთენიისას უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 მუშა კი დაშავდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

საქართველოში, საქართველოში სამუშაო ადგილებზე გასულ და მიმდინარე წლის განმავლობაში 59 ადამიანი გარდაიცვალა, 78 კი დაშავდა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ დოლაბერიძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ვერავის დაეკისრება, რადგან წინა შემთხვევების გათვალისწინებით, დამნაშავე პირები, ანუ დამსაქმებელი კომპანია სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ ფულადი კომპენსაციის საფუძველზე პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.

მისივე თქმით, ხელისუფლება ვერ ახერხებს პრობლემის მოგვარებას, რადგან მისი მხრიდან პოლიტიკური ინტერესებიც არსებობს .

„კომპანიის ინფორმაციით, ადგილზე მოხდა სამთო დარტყმა, მაგრამ, გამოსაკვლევია, რამ გამოიწვია ეს დარტყმა? - ეს მართლა სამთო დარტყმა იყო თუ სხვა რამე. სანამ ეს დადგინდება ვინმეს დადანაშაულება არ იქნება სწორი. თუმცა ცალსახაა, რომ კომპანიაა პასუხისმგებელი. ხელისუფლება ვერ ახერხებს ყველაფერ ამის მოგვარებას იმიტომ, რომ მისი პოლიტიკური ინტერესები არსებობს. საქართველოში გვაქვს ასეთი დოქტრინა ეკონომიკისთვის, არაუშავს ადამიანები მუშაობენ თუ არა საფრთხის შემცველ გარემოში, მთავარია, მათგან სარგებელს იღებენ. სანამ ეს მიდგომა ექნება სახელმწიფოს, საკონონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიიღეს, იქნება ფასადური და შედეგს ვერ მოიტანს. პროფკავშირებმა ზუსტად იცის, რა არის გამოსავალი, მაგრამ ამას არ ითვალისწინებენ, გამოსავალი არის საერთაშორისო ორგანიზაციის შრომის უსაფრთხოების 2006 წლის წესების დანერგვა, რომელიც შეამსუბუქებს მსგავს შემთხვევებს დასაქმების ადგილებზე.

კიდევ ერთი დიდი პრობლემა ქართული კანონმდებლობის ისაა, რომ ასეთი ფაქტების შემდეგ კომპანიიის უმაღლეს პირებზე ვერ გადიან. კონკრეტულად რაღაც სამუშაო ადგილის ხელმძღვანელზე, ბრიგადირზე, ცვლის უფროსზე, უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე გადიან და მერე, რაღაცას მიუსჯიან და ბოლოს, ისინიც, გამოყავთ. მოკლედ, დასჯით არავინ არ ისჯება და ფულადი კომპენსაციიის დაკისრების შემთხვევაშიც არაფერი გვაქვს. 500, 1000 ან 10 000 ლარია ეს კომპენსაცია რაც აბსოლუტურად არ არის პრევენციისთვის საკმარისი და იმისთვის, რომ შემდეგში მსგავსი შემთხვევი და ფაქტები აღარ განმეორდეს" - განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ "ნიუპოსტთან" საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42