უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორსა და პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერს მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის საზღვირს უკანონოდ გადაკვეთის უფლება მისცა, რადგა სისხლისღვრა შეეჩერებინა. თუმცა, მისი თქმით, მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, გვამები იქნება.
"იყო არჩევანი: ან სისხლიანი შეტაკება, ან ის, რაც მოხდა. მესაზღვრეებმა დამირეკეს და მკითხეს: „ცეცხლი უნდა გავხსნათ?“ მე ვუპასუხე: „იდიოტები ხართ? რა თქმა უნდა, არა!“ ეს მე მივეცი მათ უფლება უკრაინის საზღვარი საჯაროდ, უკანონოდ გადაელახათ. თუ 15 გვამი უნდა ყოფილიყო?
სამწუხაროდ, ვფიქრობ, მსგავსი მცდელობის შემთხვევაში, უკრაინაში გვამები იქნება. მაგრამ იმ ვითარებაში ასეთი გადაწყვეტილება მივიღე - სისხლისღვრა არ დავუშვი.
სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც მზად არის, საკუთარი ლამაზი პოლიტიკური პოზისთვის, ყველაფერი გამოიყენოს, რათა ხალხის ყურადღება მიიქციოს და შემდეგ მოატყუოს, ჯიბეში კი პოლიტიკური დივიდენდები ჩაიდოს. ჩემთვის, სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკოსები, ამაზრზენები არიან "- განაცხდა ავაკოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






