"პრისიონერას" ვარსკვლავი გაბრიელა სპანიკი კოტრდება და თავის ტანსაცმელს ყიდის
ეს საინტერესოა - 15:38, 04 Apr, 2018     15992
ვენესუელელი მსახიობი , 44 წლის გაბრიელა სპანიკი სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშეა და მისი აქტივების შენარჩუნებას ნითების გაყიდვით ცდილობს.


როგორც გამოცემა caras.uol.com იტყობინება, მსახიობი აუქციონზე ყიდის საცხოვრებელ სახლს , ასევე თავის ტანისამოსსა და აქსესუარებს, რომელსაც ყოველდღიურად ან სერიალებში იყენებდა.

მისი გაკოტრების მიზეზად უმუშევრობა სახელდება. მსახიობს 4 წელია როლი არ მიუღია.

გაბრიელა სპანიკი 2002-2006 წლებში ტელემუნდოში მუშაობდა, თუმცა გავრცელებული ცნობით, კონფლიქტური ხასიათის გამო მსახიობს კონტრაქტი გაუუქმეს.

გაბრიელას კარიერა მის ვენესუელის კონკურსიდან 1992 წელს დაიწყო. ის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას სწავლობდა, მაგრამ ყოველთვის მსახიობობის სურვილი ჰქონდა. მისმა კარიერამ თვალსაჩინო აღმავლობა 1990–იანი წლების შუა ხანებში დაიწყო, როდესაც მან მთავარი როლები მიიღო ვენესუელურ საპნის ოპერებში. 1998 წელს სალვადორ მეხია ალეხანდრემ გაბრიელა მიწვია მის ახალ სერიალში „უზურპატორი ქალი“ მექსიკაში. ამ სერიალით წყალობით გაბრიელა ნამდვილი მეგავარსკვლავი გახდა, ამ სერიალმა ტელევისას არხზე ყველა დროის რეკორდი მოხსნა. ამ სერიალის წყალობით გაბრიელამ 3 წლიანი ექსკლუზიური კონტრატი მიღო ტელევისასგან. ამ სერიალის შემდეგ გაბრიელა კიდევ მონაწილეობა მიღო ტელევისას ორ სერიალში. 2002 წელს ის გადადის სამუშაოდ ტელემუნდოში და ხდება მთავარი გმირი ტელენოველისა „შურისძიება“, სადაც მან პროფესიონალი მოკრივე განასახიერა.

2004 წელს გაბრიელას ისევ ეწვია საყოველთაო აღიარება როცა ის გახდა სერიალ „გრძნობათა ტყვეობაში“ მთავარი გმირი. 2005 წელს მონაწილეობა მიიღო სერიალში „ვნებათა მიწა“, რის შედეგადაც რამდენიმე წლით ეკრანს ჩამოშორდა. 2009 წელს ის ბრუნდება სერიალ „ქალბატონით“ ტელევისას არხზე და პარტნიორობას უწევს ლუსეროს და ფერნანდო კოლუნგას. 2010 წელს გაბი კომპანია აცტეკაში გადადის სამუშაოდ და გამოდის მათი ერთობლლივი სერიალი „იმპერატორი“, ამას მოყვება 2012 წელს სერიალი „ალმას ორი სახე“, 2014 წელს კი მონაწილეობა მიიღო აცტეკას სერიალში „ჩემო აკალპუკო“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42