აი, დაიწყო აპრილი და რაღა თქმა უნდა ყველას გვსურს ვიცოდეთ, როგორი იქნება ამ თვის ტენდენციები, გადაივლის თუ არა ის დაძაბულობა, რომელიც მარტის თვეს ახლდა. ამის შესახებ ასტოლოგი ხათუნა ნოელი საუბრობს.
"მინდა გითხრათ, რომ თვის დასაწყისში ჯერ კიდევ შენარჩუნებული იქნება რთული სიტუაციების მაღალი ალბათობა, თუმცა. ნელ-ნელა ჰარმონიული ასპექტების სიჭარბე დასძლევს და უკვე მეორე დეკადიდან მოყოლებული ბევრად უფრო მშვიდი პერიოდი გველის. მივუყვეთ თანმიმდევრობით:
ორშაბათს , 2 აპრილს მარსისა და სატურნის ზუსტ შეერთებას შესაძლოა მოჰყვეს მაღალი თანამდებობის პირის პოსტიდან გადადგომა. რიგითი ადამიანებისთვის კი ეს ასპექტი უფრო მეტად ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობით გამოიხატება. განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და სახსრების ტკივილები აწუხებთ. პრობლემები შესაძლოა შეიქმნეს სამშენებლო საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით. მათ, ვინც უშუალოდ მშენებლობებზე მუშაობენ, არ აწყენდათ უსაფრთხოების ზომების მკაცრი და განუხრელი დაცვა საწარმოო ტრამვების თავიდან აცილების მიზნით. საშიში დღეებია სიმაღლიდან ჩამოვარდნის, ან რაიმე ტიპის კონსტრუქციის რღვევის თვალსაზრისით.
არ გირჩევთ ამ პერიოდში უფროსობასთან დაპირისპირებას განსაკუთრებით კი შინაგანაწესის, დაგვიანებების და სხვა დისციპლინარული გადახვევების თაობაზე.
უფრო მეტად გამოკვეთილი ზეგავლენა ამ ასპექტს ექნება მზით თხისრქებზე, ასევე იმ ადამიანებზე, ვისაც მარსი და სატურნი თხისრქის ზოდიაქოში ჰყავთ. შესაძლოა რთული პერიოდი ჰქონდეთ აგრეთვე კირჩხიბებსაც.
ალბათ მნიშვნელოვანი იქნება იმის გახსენებაც, რომ ამ ორი პლანეტის შეერთება საკმაო ხანი აღარ გვქონია. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით ბოლოს მარსისა და სატურნის შეერთებას ადგილი 1990 წლის გაზაფხულზე ჰქონდა, სწორედ მაშინ , როდესაც საბჭოთა სისტემის ნგრევა იწყებოდა. ვინაიდან ახლა საკმაოდ ბევრი რთული პლანეტა გადის თხისრქის ნიშანს, ხოლო ეს ზოდიაქო კი სისტემის, სტრუქტურის სიმბოლიზმს განკარგავს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ ახლა დაიწყება ცვლილებები სხვადასხვა სახელმწიფოების ვერტიკალში, და შესაძლოა საერთაშორისო გაერთიანებებშიც, რომლებზეც ჩვენ საახალწლო პროგნოზში ვსაუბრობდით. ეს ერთი შეხედვით მკვეთრი და აგრესიული ცვლილებები სინამდვილეში ბევრად უფრო მეტი სიკეთის მომტანი იქნება, ვიდრე თავდაპირველად შესაძლოა რომ მოგვეჩვენოს, რადგან ასპექტებში ჩართული იქნებიან იუპიტერი და ვენერა, ესენი კი , როგორც მოგეხსენებათ, კეთილისმყოფელი ზეგავლენის მქონე პლანეტებად ითვლებიან.
მერკურისა და მარსის კვადრატი , რომელიც ამ კვირაში 3 დან 5 აპრილის ჩათვლით ძალზე ძლიერად იმუშავებს ასევე სხვადასხვა ტიპის უსიამოვნებების მომტანია. რაც შესაძლოა გამოიხატოს როგორც საგზაო შემთხვევების მომატებულ რიცხვში, ისე ბანალურ გაუგებრობებში საუბრისას და ამით გამოწვეულ კამათში. ამ დღეებში ყურადღებით უნდა იყვნენ მოზარდების მშობლები, ვინაიდან არაა გამორიცხული კონფლიქტებს სწორედ სასკოლო ასაკის ახალგაზრდებს შორის ჰქონდეთ ადგილი. ამავე პერიოდში სავარაუდოდ საინფორმაციო საშუალებებიდანაც ძალზე ბევრ აგრესიულ პოლემიკას მოვისმენთ.
ეს ასპექტიც კვლავ თხისრქებზე იმოქმედებს, ასევე ვერძებზე და მათზე ვისაც მერკური ვერძის ნიშანში ჰყავთ.
ხუთშაბათს, 5 აპრილს, მერკურისა და სატურნის კვადრატურის ფონზე მთვარის ნეპტუნთან განხორციელებული დაძაბული ასპექტი წინ რაღაც ინფორმაციის დაფარვის მცდელობებს გამოკვეთს. თუმცა შესაძლოა საქმე ბევრად მარტივად იყოს - არავინ არაფერს გვიმალავდეს, უბრალოდ ინფორმაციამ ჩვენამდე მოსვლა დააგვიანოს. ამ დღეს შეფერხებები იქნება მოსალოდნელი სარეისო გრაფიკებში, შესაძლოა საცობები წარმოიქმნას გზებზეც.
საბედნიეროდ დაძაბული ასპექტების გარდაგვაქვს ჰარმონიულიც. კვირის ბოლოს 6 , 7, 8 აპრილში ვენერასა და სატურნის დადებითი ასპექტის აქტიობის დროა -- მისი წყალობით მოგვეცემა ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფინანსური პრობლემების მოშორების საშუალება .ხელსაყრელად გვარდებიან საკითხები, რომელიც კარგა ხანია გაჭიანურდნენ დროში და გადაჭრას მოითხოვენ. ფინანსური დახმარებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ თქვენზე უფროს ადამიანებს, ან მათ , ვისაც სოციალურად მაღალი სტატუსი უკავიათ.
კარგი პერიოდია პარტნიორული ურთიერთობების მოგვვარების თვალსაზრისითაც.. ასეთ დროს შესაძლოა სასიყვარულო ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდეს ადამიანთან, რომელთანაც დიდი ასაკობრივი სხვაობა გვაქვს. არაა გამორიცხული წარსულიდან გამოჩნდნენ ძველი პარტნიორები, ან თაყვანისმცემლები.ზოგადად ძველი უერთიერთობების აღდგენა სწორედ ამ პერიოდში არის მაქსიმალურად ხელსაყრელი.
ასპექტს ყველაზე გამოკვეთილად მისწის სტიქიის წარმომადგენლები იგრძნობენ- კუროები, ქალწულები და თხისრქები. დადებითი იქნება ზეგავლენა მათთვისაც ვისაც ვენერა კუროში ან სატურნი თხისრქაში ჰყავს" - ამბობს ასტროლოგი
მასალის გამოყენების პირობები






