ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებსა და საერთაშორისო ტერორიზმს უკავშირდება - სუს-ი
პოზიცია - 10:25, 04 Apr, 2018     1847
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებს უკავშირდება.

„ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტია.

მსოფლიოში უსაფრთხოების გარემოს სწრაფი ცვალებადობის, საერთაშორისო ტერორიზმისა და რადიკალიზაციის, უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის გააქტიურებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, იზრდება საერთაშორისო მოვლენების გავლენა ქვეყნის შიდა უსაფრთხოებაზე.

დღეისათვის ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებს, საერთაშორისო ტერორიზმს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობას, კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულს, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების შესაძლო გავრცელებას და ა.შ.

სამსახური მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის, საშინაო და საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქმიანობისას ხელმძღვანელობს კანონიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, საქმიანობის ღია და ფარული ფორმების ერთობლიობის, თანაზომიერებისა და პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა მიმართულია შესაძლო საფრთხეების იდენტიფიცირებაზე, პრევენციასა და აღკვეთაზე, ასევე კომპეტენციის ფარგლებში, კანონით დადგენილი შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები და საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება.

საანგარიშო პერიოდში სამსახური დიდ ყურადღებას უთმობდა ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას, ოპერატიული და ანალიტიკური საქმიანობის გაუმჯობესებას, ადამიანური რესურსების ეფექტიან მართვას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოდერნიზებას, შიდაუწყებრივი და უწყებათაშორისი კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

სუს-ის საქმიანობის ამსახველი ანგარიში ბიუროს სხდომაზე გუშინ შევიდა და დოკუმენტი განსახილველად თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, სუსის ანგარიშის პლენარული სხდომის ფორმატში მოსმენა სავალდებულოა, რის შემდეგაც პარლამენტი სპეციალურ დადგენილებას იღებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42