მეზობელი, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მინისტრებიდან საქართველოში ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვთ
საზოგადოება - 13:23, 06 Aug, 2013     1206

გაზეთი ,,რეზონანსი" საქართველოს მინისტრთა ხელფასებისა და სხვა ახლო და შორეული მეზობლების მინისტრების ხელფასების შედარების შემდეგ წერს, რომ ჩვენს ქვეყანას ყველაზე მაღალანაზღაურებადი მინისტრები ჰყავს. საქართველოში ერთ - ერთი რიგითი მინისტრის ყოველთვიური ხელფასი 7 875 ლარს (საშემოსავლოს დაქვითვით 6 300 ლარი) შეადგენს, რუსეთში მინისტრის საშუალო ხელფასი 62 ათას რუბლს, ანუ დაახლოებით 3 100 ლარს უტოლდება, აზერბაიჯანში მინისტრის ყოველთვიური სარგო 1 500 აზერბაიჯანული მანათი, დაახლოებით 3 100 ლარია, სომხეთში კი 300 000 დრამი, დაახლოებით 1 225 ლარია, ბელორუსიაში კი მინისტრების ხელფასი 1 500 დოლარი, დაახლოებით 2 475 ლარს უტოლდება. ახლო და შორეულ სამეზობლოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მინისტრები საქართველოშია, წერს გაზეთი "რეზონანსი".

 

როგორც რუსული მედია წერს, 2012 წლის მონაცემებით, რუსეთის პრემიერ–მინისტრის დიმიტრი მედვედევის ყოველთვიური შემოსავალი 275 ათას რუბლს, დაახლოებით, 13,7 ათას ლარს შეადგენდა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელფასი კი 482 568 რუბლს, დაახლოებით 24,1 ათას ლარს. რაც შეეხება მინისტრებს, აღმოჩნდა, რომ რუსეთში მინისტრების ხელფასი დიფერენცირებულია. მაგალითად, თუ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოველთვიური შემოსავალი 59,2 ათას რუბლს, დაახლოებით, 2 960 ლარს შეადგენს, შს მინისტრის ყოველთვიური ხელფასი 76,7 ათასი რუბლი, დაახლოებით, 3 835 ლარია.

 

სხვა მინისტრების საშუალო ხელფასი კი 62 ათას რუბლს, დაახლოებით, 3 100 ლარს უტოლდება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ყოველთვიური ხელფასი 16,5 ათას დოლარს, დაახლოებით, 27 ათას ლარს შეადგენს. აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრის ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით არის 1 925 აზერბაიჯანული მანათი, დაახლოებით, 3 942 ლარი, მინისტრებისა – 1 500 მანათი, დაახლოებით, 3 080 ლარი. მინისტრის პირველი მოადგილის – 1000 მანათი, დაახლოებით, 2 048 ლარი. მინისტრის მეორე, მესამე და ა.შ მოადგილეებისთვის ყოვეთვიური ხელფასი 875 მანათს, დაახლოებით, 1 791 ლარს არ აღემატება.

 

სომხეთის პრეზიდენტის ხელფასი 400 000 დრამია ( დაახლოებით 1 632 ლარი), პრემიერ - მინისტრს 350 000 დრამი (დაახლოებით 1 428 ლარი) ეძლევა, ხოლო მინისტრის ხელფასი 300 000 დრამს (დაახლოებით 1 225 ლარი) უტოლდება. მინისტრების პირველი მოადგილეების ყოველთვიური შემოსავალი კი 220 ათას დრამს (დაახლოებით 890 ლარს) შეადგენს. რაც შეეხება უკრაინას, იქ პრემიერ-მინისტრის ყოველთვიური ხელფასი 33 ათას გრივნას, დაახლოებით 6, 6 ათას ლარს შეადგენს, თუმცა ხელზე პრემიერი მხოლოდ 28 ათას გრივნას, ანუ 5,6 ათას ლარს იღებს. თითქმის ასეთივე ოდენობის ხელფასი აქვთ სხვა მინისტრებსაც.

 

გამონაკლისი მხოლოდ უკრაინის ფინანსთა მინისტრია, რომლის თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად 40 ათას გრივნას, დაახლოებით, 8 ათას ლარს შეადგენს. რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის ხელფასს, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 2012 წელს იანუკოვიჩმა ხელფასის სახით დაახლოებით 100 ათასი დოლარი მიიღო. შესაბამისად, მისი საშუალო ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 8,3 ათასი დოლარით,დაახლოებით 13, 7 ათასი ლარით განისაზღვრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42