"არასოდეს დაკმაყოფილდეთ მინიმუმით, შანსი ხელიდან არ გაუშვათ“ - წარმატებული ქართველი ექიმი
ჯანმრთელობა - 15:46, 03 Apr, 2018     2599
ამბობენ, მაქსიმალიზმი დამღუპველიაო, მაგრამ ადამიანი მაქსიმალისტი უნდა იყო, რომ მინიმუმს მაინც მიაღწიო. ბევრი ადამიანისთვის დიპლომის აღება საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს წარმოადგენს. მიხეილ ომიაძე ასეთების რიცხვს არ მიეკუთვნება. ის საქართველოში მიღებული განათლებით არ დაკმაყოფილდა და რამდენიმე კონტინენტი მოიარა იმისთვის, რომ კვალიფიკაცია აემაღლებინა.

მან საქართველოში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი, შემდეგ გაემგზავრა მოსკოვის ფიოდორვის თვალის მიკროქირურგიის ცენტრში, სადაც გაიარა ორდინატურა, დოქტორანტურა და დაიცვა დისერტაცია. ამის შემდეგ სტაჟირებაზე წავიდა ინსბრუკში, ასევე კვალიფიკაცია აიმაღლა ამერიკაში, ბალტიმორის ჯონს ჰოპკინსის ვილმერის სახელობის კლინიკაში და შეისწავლა ხელოვნური რქოვანას გადანერგვის მეთოდები. 2016 წელს იმყოფებოდა საფრანგეთის ქალაქ მარსელში, სადაც შეისწავლა კერატოკონუსის მკურნალობა „ფემტო ლაზერ“ ის გამოყენებით . მიხეილ ომიაძემ დრო და ენერგია არ დაიშურა, იმოგზაურა რამდენიმე ქვეყანაში, რათა გაეღრმავებინა ცოდნა და მიღებული გამოცდილება ქართველი მოსახლეობისთვის გაეზიარებინა.

გამომდინარე იქიდან, რომ ქართული დიპლომი საზღვარგარეთ არ არის აღიარებული, ქართველ ექიმებს უფლება არ აქვთ აწარმოონ პროფესიული პრაქტიკული საქმიანობა, თუ არ ჩააბარებენ ადგილობრივ გამოცდებს. მიუხედავად ამისა, მიხეილ ომიაძეს იტალიის თვალის ასოციაციის გამგეობამ უფლება მისცა, ჩაეტარებინა საჩვენებელი ოპერაცია, თვალის კონფერენციაზე. მან ჩაატარა კატარაქტის ოპერაცია ხელოვნური ბროლის გადანერგვით „ცოცხალი ქირურგიის“ რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპერაციის ტრანსლირება მიმდინარეობდა საკონფერენციო დარბაზში, სადაც იმყოფებოდნენ მისი კოლეგები მთელი მსოფლიოდან.

დღეს, პროფ. მიხეილ ომიაძე თანამშრომლობს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰოსპიტალურ ქსელთან „სამედიცინო კორპორაცია ევექსთან“, რომელიც მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს, აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და მუშაობენ მაღალკვალიფიციური ექიმები. როგორც თვითონ აღნიშნა, მისთვის საინტერესოა ასეთი კორპორაციის სათაო კლინიკაში მუშაობა.

მიხეილ ომიაძე თავის პროფესიაზე გვიყვება და გვიხსნის, რომ კატარაქტა - თვალის ბროლის შემღვრევა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც იწვევს მხედველობის თანდათანობით დაქვეითებას სრულ დაკარგვამდე. კატარაქტა მოსახლეობის თითქმის 60% -ს აწუხებს და უმეტესად თავს იჩენს 65-70 წლის ასაკში. ამ პრობლემების გამოსწორება ქირურგიული გზითაა შესაძლებელი, რომელიც დღეს საკმაოდ წარმატებით ხორციელდება. ოპერაცია უმტკივნეულოა და შედეგი ოპერაციის დასრულებისთანავე დგება. ასევე თვალის დაავადებებს შორის გავრცელებულია ახლო, შორს მხედველობა და ასტიგმატიზმი, რომელიც მოსახლეობის 25% - ს აწუხებს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ამჟამად გამოიყენება ფემტოექსიმერ ლაზერი, რომლითაც უკვე აღჭურვილია ევექსის რეგიონული ჰოსპიტალი. ამ დანადგარმა ქირურგებს საშუალება მისცა, რომ ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკი მინიმუმამდე დაიყვანონ.

მიხეილი დამწყებ მედიკოსებს ურჩევს, რომ არასოდეს დაკმაყოფილდნენ მინიმუმით, ხელიდან არ გაუშვან შანსი, აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიღრმავონ ცოდნა და გამოიყენონ ყველა რესურსი, რათა იყვნენ საუკეთესოები. „მითუმეტეს რომ არსებობს ევროპული და ამერიკული გრანტები, რომლის მეშვეობითაც სტუდენტებს საშუალება აქვთ უფასოდ გაემგზავროს 3-დან 6 თვემდე ან 1 წლამდე უცხოეთის კლინიკებში. ევროპისა და ამერიკის ოფთალმოლოგთა ასოციაცია ხელს უწყობს ასეთი კადრის მიღებას. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, აუცილებელი დაბრუნდნენ საქართველოში და თავიანთი გამოცდილება სამშობლოს მოახმარონ“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42