საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Scope Ratings”-მა „ქართული ლუდის კომპანიას“ BB-, ხოლო ობლიგაციებს BB საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:55, 03 Apr, 2018     1944
2018 წლის 30 მარტს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Scope Ratings GmbH -მა ს.ს „ქართული ლუდის კომპანიას“ ბიზნეს რისკის მიხედვით „BB-“, ხოლო ფინანსური რისკის მიხედვით „BB“ რეიტინგი მიანიჭა. „ქართული ლუდის კომპანიაზე“ რეიტინგი მინიჭებულ იქნა ეკონომიკურად სტაბილური და მზარდი წარმოების, დივერსიფიცირებული პორტფელის, ბაზრის წილისა და ძლიერი საბალანო უწყისის გამო, რაც კომპანიის მიმართ სანდოობის მაღალი ხარისხის და ფინანსური მდგრადობის მაჩვენებელია.

რეიტინგის მინიჭებით საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ექსპერტმა სს ქართული ლუდის კომპანია შეაფასა დადებითად და აღიარა კომპანიის ბიზნესის სტაბილურობა და ფინანსური მდგრადობა. აღნიშნული რეიტინგი საშუალებას მისცემს კომპანიას გამოუშვას ლარის საჯარო ობლიგაცია, რაც დადებითი მოვლენაა როგორც კომპანიის ასევე საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის.

რეიტინგის მიღებისა და ობლიგაციების გამოშვების პროცესის წარმართვაში სს „ქართული ლუდის კომპანიას“ თიბისი კაპიტალი (თიბისი ბანკის შვილობილი საბროკერო კომპანია) ეხმარება.

ს.ს „ქართული ლუდის კომპანია“ ბაზარზე 2011 წლის 03 ივნისს დარეგისტრირდა და რეკორდულ ვადებში - 9 თვეში ბაზარზე წარადგინა ზედაზენის პირველი პროდუქცია. „ქართული ლუდის კომპანია“ უახლესი სტანდარტების ლუდსახარშია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ქარხანა მთლიანად აღჭურვილია ევროპის მოწინავე მწარმოებლების დანადგარებითა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს ზედაზენის პროდუქციის უმაღლეს ხარისხსა და მსოფლიო სტანდარტებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, წამყვანი ევროპული საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოს მიერ, ასეთი მაღალი შეფასება, დიდი წარმატებაა, რადგან რეიტინგი შეესაბამება ქვეყნის გრძელვადიან სუვერენულ რეიტინგს და ამავდროულად ასახავს საერთაშორისო ექსპერტების ნდობას კომპანიის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიისადმი.

,,სს ქართული ლუდის კომპანია ერთ-ერთი პირველია ქართულ კერძო კომპანიებს შორის, რომელმაც მოიპოვა საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ მიღებული „BB” რეიტინგი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, რაც ქვეყანაში მოქმედ, ადგილობრივ კერძო კომპანიებს მიუღიათ. აღნიშნული კომპანიის საქმიანობისა და სტაბილურობის მიმართ ექსპერტების მაღალი სანდოობის გამოხატულებაა და ადასტურებს იმას, რომ „ქართული ლუდის კომპანია“ სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს - როგორც წარმოებისა და პროდუქციის მაღალი ხარისხით, ასევე ბიზნესის მოწყობისა და მართვის მხრივ. კომპანიაში ამ საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრაციით გაიზრდება ხელმისაწვდომობა კაპიტალის ბაზრებზე, გაიზრდება ინვესტორების ინტერესები, რაც ხელს შეუწყობს ახალი პროექტების წამოწყებას და ქართული ეკონომიკის უფრო მეტად გაძლიერებას.“ - აღნიშნა ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ

„მოხარული ვართ რომ სს „ქართული ლუდის კომპანიასთან“ ვაგრძელებთ თანამშრომლობას. სქოუპ რეიტინგსის საკრედიტო რეიტინგი და მოსალოდნელი ლარის ობლიგაცია ბევრ ახალ შესაძლებლობას შეუქმნის კომპანიას და მისცემს საშუალებას თავი დაიმკვიდროს ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე როგორც უკვე საჯარო ქართულმა კომპანიამ“ აღნიშნა თიბისი კაპიტალის დირექტორმა, ირაკლი ელაშვილმა. ლარში დენომირიებული ობლიგაციის საჯარო განთავსების ტრანზაქციაზე აგენტად კომპანიამ თიბისი კაპიტალი დანიშნა.

ცნობისთვის, Scope Ratings GmbH საკრედიტო რეიტინგებისა და კვლევის მიმართულებით, ფინანსურ-საინფორმაციო მომსახურების სფეროში ერთ-ერთი წარმატებული საერთაშორისო სააგენტოა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერაა აკრედიტირებული.

Reference 1: Georgia; https://www.scoperatings.com/#search/research/detail/154568EN

Reference 2: GBC: https://www.scoperatings.com/#search/research/detail/156135EN





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42