"რია ნოვოსტი" რუსეთის პრემიერის ინტერვიუდან ამონარიდებსაც ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს არის დიმიტრი მედვედევის პირველი ვრცელი ინტერვიუ ფართო ქართული ტელეაუდიტორიისთვის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ.
"რუსეთს თბილისიდან ესმის პოზიტიური სიგნალები, რომლებიც მიმართულია ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ", - აცხადებს რუსეთის პრემიერ-მინისტრი "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში.
ჟურნალისტის კითხვაზე, ესმის თუ არა მოსკოვს პოზიტიური სიგნალები თბილისიდან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მედვედევმა უპასუხა – "რასაკვირველია, ჩვენ ყველაფერი გვესმის და მინდა, ეს ესმოდეს ყველას, მათ შორის - საქართველოს მოქალაქეებს".
ინტერვიუში რუსეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ 2008 წლის სამხედრო კონფლიქტი ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზულ პრობლემად რჩება, თუმცა მისი შეფასებით, ნორმალიზაციის შესაძლებლობა არსებობს.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი მედვედევთან ნინო შუბლაძის ინტერვიუ "რუსთავი2"-ის ეთერში დღეს გადაიცემა.
მასალის გამოყენების პირობები






