საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Scope Ratings”-მა „ნიკორა ტრეიდს“ B+ ხოლო ობლიგაციებს BB – რეიტინგი მიანიჭა
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:21, 02 Apr, 2018     1751
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „Scope Ratings-მა“ სს ”ნიკორა ტრეიდს” B+, ხოლო კომპანიის მიერ გამოსაშვებ ობლიგაციებს BB რეიტინგი მიანიჭა.

საქართველოში,კვებისა და საყოფაცხოვრებო მოხმარების პროდუქციის საცალო ვაჭრობის სფეროში, ”ნიკორა ტრეიდი” პირველი კომპანიაა, რომელმაც მსგავსი რეიტინგი მოიპოვა. აღნიშნული რეიტინგი კომპანიას საშუალებას მისცემს გამოუშვას ლარის საჯარო ობლიგაცია, რაც კომპანიისთვის პირველი პრეცენდენტია დოლარის ობლიგაციების გამოშვების შემდეგ. ტრანზაქციაზე განთავსების აგენტად კომპანიამ თიბისი კაპიტალი დანიშნა.

„რეიტინგი ასახავს ჩვენს წარმოდგენას “ნიკორა ტრეიდზე“ როგორც წამყვან, მაღალი მომგებიანობის მქონე საკვები პროდუქტების რითეილერზე, რომელსაც ასევე გააჩნია პროდუქციის მომწოდებლებთან ძლიერი მსყიდველობითი უნარი და ინტეგრირებული ჰოლდინგური სტრუქტურა”- აცხადებენ „Scope Ratings“-ში.

„Scope Ratings“-ი ასევე აფასებს „ნიკორა ტრეიდის“ საოპერაციო და მაკრო-ეკონომიკურ გარემოს, ამასთანავე ამ ინდუსტრიაში მოსალოდნელ კონსოლიდაციის შესაძლებლობებსა და რისკებს (იხ. Scope Ratings-ის პრეს რელიზი)

სს “ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით ურუშაძის განმარტებით - „ნიკორა ტრეიდი“ წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს ფინანსური რესურსებისმოზიდვის დივერსიფიცირებული წყაროების განვითარებაზე. ჯერ კიდევ 2016 წელს, პირველად გამოვუშვით $5 მლნ ნომინალის მქონე ობლიგაციები. აღებულივალდებულებების წარმატებით დაფარვის შემდეგ დავიწყეთ აქტიური სამზადისი და 2018 წლის ივნისისთვის, ვგეგმავთ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული $10მლნ-ისექვივალენტი მოცულობის ობლიგაციების ახალ გამოშვებას საჯარო განთავსების გზით. აღნიშნულ ტრანზაქციაზე განთავსების აგენტად ავირჩიეთ თიბისი კაპიტალი, ჩვენი პარტნიორი თიბისი ბანკის შვილობილი საბროკერო კომპანია, რომლის ძირითადი საქმიანობაა საინვესტიციო საბანკო მომსახურებები. აღიარებული გერმანული საერთაშორისოსარეიტინგო კომპანიის „Scope Ratings“-ის მიერ ჩვენი კომპანიისთვის მინიჭებული რეიტინგი გახლავთ კომპანიის უმაღლესი შეფასება რაც ხაზს უსვამს „ნიკორა ტრეიდის“სანდოობას და ფინანსურ გამჭვირვალობას“.

სს „ნიკორა ტრეიდი“ სს ,,ნიკორას“ შვილობილი კომპანიაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42