"აფრიკის დედა" ვინი - ნელსონ მანდელას ყოფილი ცოლი გარდაიცვალა
მსოფლიო - 18:15, 02 Apr, 2018     1567
სამხრეთ აფრიკელი პოლიტიკოსი, ნელსონ მანდელას ყოფილი ცოლი ვინი მადიკიზელა-მანდელა 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ამის შესახენ ინფორმაცია მისმა ასისტენტმა გაავრცელა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

ვინი მადნელა სხვადასხვა დროს მთელ რიგ სამთავრობო პოსტებს იკავებდა, ასევე ხელმძღვანელობდა სამხრეთ აფრიკის ქალთა ეროვნულ კონგრესის ლიგას.

ვინი მანდელა საკმაოდ საკამათო ფიგურა იყო. მისი მხარდამჭერები მას „ერის დედას“ უწოდებენ, სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ, ნაწილი კი ადამანის უფლებების დარღვევებში ადანაშაულებდა.

2003 წელს სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ პრეტორიის სასამართლომ ქურდობასა და თაღლითობაში დამნაშავედ სცნო.

"თქვენ მრავალი წელი მხარში ედექით მთელს მსოფლიოში ყველაზე საყვარელ და პატივცემულ სახელმწიფო მოღვაწეს, მაგრამ რაღაც მომენტში ყველაფერი უარესობისაკენ შეტრიალდაო", ამ ფრაზით გამოხატა ვინი მანდელასადმი დამოკიდებულებაში მომხდარი ცვლილება მოსამართლე პიტ ჯონსონმა.

ვინი 1936 წლის 26 სექტემბერს სამხრეთ აფრიკის აღმოსავლეთ პროვინციაში დაიბადა და სკოლის დამთავრების შემდეგ სოციალური სფეროს მუშაკის დიპლომი მიიღო, მოგვიანებით კი იოჰანესბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი დაამთავრა. 1957 წელს მან გაიცნო აპარტეიდის მოწინააღმდეგე წამყვანი ორგანიზაციის, "აფრიკის ეროვნული კონგრესის" აქტივისტი, ნელსონ მანდელა, რომელზეც მომდევნო წელს დაქორწინდა კიდეც. მაგრამ 1964 წელს ნელსონ მანდელა დააპატიმრეს. ვინი მანდელა კი სწორედ მეუღლის დაპატიმრების შემდეგ ჩაება პოლიტიკაში, უფრო კონრეტულად რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელმაც მას დიდი ავტორიტეტი მოუხვეჭა არა მარტო შავკანიან თანამემამულეებს შორის, არამედ უცხოეთშიც.

ვინი მანდელა არაერთხელ დაუპატიმრებიათ და გადაუსახლებიათ. მისი პოპულარობა სულ უფრო იზრდებოდა.

მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა მამაკაცები, თანდათან "დამსჯელი რაზმად " ჩამოყალიბდნენ. ისინი სასტიკად უსწორდებოდნენ მოწინააღმდეგეებს, პოლიციასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ შავკანიანებს, და როგორც მოგვიანებით გაირკვა, არც მკვლელობაზე იხევდნენ უკან.

პატიმრობიდან ნელსონ მანდელას გათავისუფლების შემდეგ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა გაუარესდა და 1996 წელს განქორწინებით დამთავრდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42