დემნა გვასალია Vetements-ში არსებულ კრიზისზე გავრცელებულ ცნობებს პასუხობს
შოუ ბიზნესი - 18:03, 02 Apr, 2018     2648
თუ გვგონია, რომ დემნამ ბებიამისის ყველა ლუქი ამოწურა და აქტუალური აღარ იქნება, სულ ტყუილად გვგონია.


გავსალიების ირგვლივ ახალი სკანდალი აგორდა. ერთ-ერთმა ბულვარულმა გამოცემამ Highsnobiety გაავრცელა ინფორმაცია, რომ გვასალიების ბრენდ Vetements-ს ფინანსური პრობლემები აქვს, სათავო ოდისის ციურიხში გადატანის შემდეგ შემოქმედებითი გუნდი დაეშალა, დემნა "ბალენსიაგას" უფრო მეტ ყურაადღებას უთმობს, გავლენიან კლინტებს სამოსის შეძენა არ სურთ და გაყიდვებმაც იკლო.

"ინტერნეტის დაპყრობდან ორი წლის შემდეგ როგორც ჩანს,Vetements-ის სამოსის შეძენა არავის სურს" - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია highsnobiety -მ და წერდა, რომ მართალია დემნა გვასალია “ბალენსიაგასთვის” შექმნილი სამოსით მსოფლიოს კვლავ აოცებს, თუმცა Vetements-ის კოლექციები ორიგინალურობით აღარ გამოირჩევა. როგორც სტატიაშია საუბარი, გამოცემა ამრიკელ, ევროპელ და აზიელ ბაერები Vetements-ში არსებულ კრიზის ადასტურებენ. თუმცა, გამოცემა მათ ანონიმებად მოიხსენიებს და ვინაობას არ ასახელებს.

მოკლედ, დემნა გააბრაზეს. თანაც ისე გააბრაზეს, რომ კეთილი ინება და Vetements-ის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა.

"Vetements მხარს არ უჭერს ტყუილებსა და ჭორებზე დაფუძნებულ ფსევდოჟურნალისტიკას. დღეს ჩვენი Vetements-ის გუნდი იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ბრენდის საქმიანობაში ჩემი ვალდებულებები და მონაწილეობა მისი დაარსების დღიდან უცვლელია. ყოველთვის ვიყავი ბრენდის კრეატიული დირექტორი. მე ყოველთვის ფოკუსირებული ვიქნები პროდუქციაზე და მომხმარებლებზე, რომლებიც მას იცვამენ. მოდ არც უსარგებლო ჭორია და არც ფსევდო ჟურნალისტიკა, მოდა ტანისამოსია. ასე რომ ეს Vetements-ია" - წერს დემნა.

ყალბი ცნობა უწოდა აღნიშნულ ინფორმაციას Vetements-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გურამ გვასალიამაც.

"ჰეითერებს იმედი უნდა გავუცრუო, რადგან ჩვენი კომპანია ახლა იმაზე ძლიერ ფინანსურ მდგომარეობაშია, ვიდრე ოდესმე იყო. სამწუხაროა იმის ნახვა, თუ როგორი მდგომარეობაა დღეს ჟურნალისტიკაში"- განაცხადა გურამმა.

დემნას კოლექციები ქართველებისთვის ხშირად ღიმილისმომგვრელია, რადგან მარტივად აღმოაჩენთ 90-იანი წლების დეტალებს. დემნას კოლექციებში შეგვიძლია ვიხილოთ, მანქანის სარკე-ჩანთები, „კოვრიკი“ კაბები, 90-იანი წლების მაგიდის გადასაფარებლის კაბები და ფეხსაცმელები, სანთებელა-ფეხსაცმელები და ე.წ. ლილოს ჩანთები.

Vetements-ისა და Balenciaga-ს შემოქმედებით ხელმძღვანელს დემნა გვასალიას მსოფლიო მოდის ინდუსტიაში კარგად იცნობენ. მისი არაორდინალური კოლექციები მოდის ექსპერტებში მუდმივად განხილვის და აღფრთოვანების საგანია.

დემნა გვასალია „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი 2015 წლის ნოემბერში გახდა. პარალელურად, ის განაგრძობს ბრენდ Vetements-ის კოლექციის შექმნას.

Vetements-ი ძმებმა დემნა და გურამ გვასალიებმა 2014 წელს დააარსეს და აღიარებაც მალევე მოიპოვეს.

მოდის სფეროში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის , დემნა გვასალია პრესტიჟული ამერიკული დაჯილდოების, მოდის ოსკარად წოდებული CFDA-ს გამარჯვებულიც გახდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42