თბილისის მოდის კვირეული დღეს იწყება
შოუ ბიზნესი - 13:06, 19 Apr, 2018     2302
თბილისის მოდის კვირეული დღეს იწყება და 22 აპრილის ჩათვლით გაიმართება. 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი უმასპინძლებს.

მოდის კვირეული თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის მხარდაჭერით, Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.

თბილისის მოდის კვირეულის გახსნის დღე, ტრადიციულად, ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს დაეთმობა. დღეს, SOLO წარმოადგენს პროექტს „მედეა ჯაფარიძე - Style Icon”, რომელიც თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში გაიმართება. წვეულებაზე გაცოცხლდება კადრები ფილმიდან „ქეთო და კოტე“, ხოლო პერფორმანსის და გამოფენის სახით ვიხილავთ „ქეთოს სამოსს“, ასევე, ეპიზოდებს კლასიკად ქცეული ქართული ფილმიდან.

კვირეულის 4- დღიანი პროგრამა მოიცავს 20-მდე ღონისძიებას, რომელთა შორისაა ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები: ქეთი ჩხიკვაძე, ანი დათუკიშვილი, Tsite by Tamara Tsiteladze, ლაშა ჯოხაძე, ELENNY, MIA, SAYYA, MIRO, Mak Mari. ლონდონის და მილანის მოდის კვირეულების შემდეგ, თბილისელი მაყურებლის წინაშე წარდგება მამაკაცის სამოსის საერთაშორისო ბრენდი 1377.

კვირეული განაგრძობს ახალი ტალანტების აღმოჩენას და მათ პოპულარიზაციას. მაყურებლისა და ჟიურის წინაშე 20 აპრილს 10-მდე ახალბედა დიზაინერი წარსდგება დამწყებ დიზაინერთა კონკურსზე. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისგან.

ჩვენებების პარალელურად, ასევე, მოეწყობა სხვა ღონისძიებები: Martini და Sobranie after party, რომელიც Museum Hotel-ში გაიმართება; ატელიე „მართას“ აქსესუარების პრეზენტაცია „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე, კაფეში - „შავი ლომი“; Flying Painters პრეზენტაცია - “ფაბრიკაში”; Ethere accessoire პრეზენტაცია - თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ბაღში; ახალგაზრდა არტისტების Authentic Art Lab გამოფენა “ელემენტარული ნაწილაკები“ - რესტორან „სტრადაში“ მარჯანიშვილზე. გარდა ამისა, კვირეულის განრიგშია ექსპოზიცია „ქართული სამოსი“, რომელიც სპეციალურად საერთაშორისო პრესისთვის გაიმართება საქართველოს ხელოვნების სასახლეში.

გრძელდება პროექტი - Talks by Marketer.ge , რომლის ფარგლებში შეხვედრა მოდის მარკეტინგის შესახებ 21 აპრილს გაიმართება. SOLO-ს ლაუნჯი ჭავჭავაძეზე 100-მდე მარკეტოლოგსა და მოდის მიმდევარს გაუღებს კარს, რათა INSTITUTO MARANGONI-ის ხელმძღვანელის გიუზი ლარას და მოდის საერთაშორისო პორტალის NOWFASHION მთავარი რედაქტორის ელიზაბეტა ტუდორის გამოსვლა მოისმინონ. ღონისძიება დახურულ ფორმატში გაიმართება და მასზე დასწრების უფლების მიღება მხოლოდ კვირეულის ორგანიზატორებისგან და Marketer.ge-სგან არის შესაძლებელი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით თბილისის მოდის კვირეულს ამ სეზონზე 20-ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა გააშუქებს, რომელთა შორისაა Vogue Italia, Vogue UK, Vogue Russia, Vogue Ukraine, Vogue Poland, Style Sight Worldwide, Buro 24/7, L’officiel Ukraine, Harper’s Bazaar Kazakhstan - Ukraine and Russia, NOWFASHION, Glamour Italy and Netherlands, WWD, WhoWhatWear, Trendspace, Esquire Italy, Oyster magazine, StreeTrends, SNC magazine, Refinery 29, Frankie & Clo. რაც შეეხება კვირეულის კომერციულ ნაწილს, ამ სეზონზეც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით რამდენიმე მნიშვნელოვანი მყიდველი ჩამოვა თბილისში და ქართველ დიზაინერებს მიეცემათ შანსი, რომ საერთაშორისო გაყიდვები აწარმოონ ისეთ პარტნიორებთან როგორებიცაა H Lorenzo (LA, USA), ALDUCA D’AOSTA (VENEZIA, Italy), TOMORROW SHOWROOM (MILAN, PARIS, LONDON, NEW YORK), Mytheresa.com (Germany), Espacemonochrome.com (Monaco), Bangkok department store, Saks Fifth Avenue (Kazakhstan), Youconcept London (UK).

თბილისის მოდის კვირეულის ბექსთეიჯში ორი ბრენდი იმუშავებს. კომპანია ARTHOUSE თმის ვარცხნილობებზე, ხოლო მოდელების მაკიაჟზე INGLOT-ის სპეციალისტები იზრუნებენ.

აღსანიშნავია, რომ კვირეულის ბექსთეიჯის და სტრითსთაილის ფოტოები ძალიან აქტიურად ვრცელდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც სოციალურ მედიაში, ასევე საერთაშორისო ფოტო პორტალებსა და ვებგვერდებზე.

მოდის კვირეულის მასპინძელია თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, ხოლო მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და Check in Georgia.

თბილისის მოდის პარტნიორები არიან არტ ჰაუსი, INGLOT, გაბუნია და პარტნიორები, SOBRANIE, მეიდან ჯგუფი, Martini, სასტუმრო მუზეუმი, SOLO, Weekend Max Mara, შავი ლომი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, Garden Hall, საქართველოს ხელოვნების სასახლე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42