საქართველო ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია - 2012-2017 წლების საგანგაშო სტატისტიკა
პოზიცია - 11:21, 02 Apr, 2018     6325

საქართველო ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია - „რეფორმატორთა კლუბი“ ავრცელებს სტატისტიკურ მონაცემებს და ციფრებს, რომლის მიხედვითაც 2012 წლიდან 2017 წლამდე მაჩვენებლები არც თუ ისე სახარბიელოა.

ქართული ოცნების 2012 წლის წინასაარჩევნო სოციალურ ეკონომიკური პროგრამა ითვალისწინებდა, ეკონომიკის, მათ შორის სასოფლო–სამეურნეო წარმოების, სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვან ზრდის ტემპებს, უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსის სტრუქტურის გაუმჯობესებას, სახელმწიფო ვალის შენარჩუნებას ოპტიმალურ დონეზე, ოჯახის როლის გააქტიურებას და შესაბამისად დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუმჯობესებას.

იმის გასაგებად, თუ რა შედეგებს მიაღწია ქვეყანამ ბოლო ხუთი წლის მანძილზე არსებული ხელისუფლების სახელმწიფო პოლიტიკის პირობებში, რეფორმატორთა კლუბმა გაავრცელა კონკრეტული მაჩვენებლები და ფოკუსირება მოახდინა მათ დინამიკაზე, რათა დროში დაგვენახა თუ რა რაოდენობრივი ცვლილებები განიცადა ეკონომიკამ, ბიუჯეტმა, საგარეო ვაჭრობამ, სახელმწიფო ვალმა, დემოგრაფიამ.

ციფრები გვეუბნებიან, რომ 2012–2017 წწ., ისეთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტი არა თუ არ გაიზარდა არამედ შემცირდა. შემცირდა წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ისევე როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი. სამაგიეროდ, გაიზარდა როგორც საგარეო ასევე საშინაო ვალები. სამწუხაროდ გაუარესდა ისეთი დემოგრაფიული მაჩვენებლები, როგორიცაა, შობადობა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, ემიგრაციაში წასული ადამიანების რაოდენობა. ქორწინებათა რაოდენობის შემცირების საპირისპიროდ გაიზარდა განქორწინების მაჩვენებელი.

რეფორმატორთა კლუბის მიერ გარცელებული მონაცემები:

2012-2017 წლების მიხედვით: მშპ - 2012 წელი: 15.8 მლრდ აშშ დოლარი, 2017 წელი: 15.3 მლრდ აშშ დოლარი

მშპ ზრდა: 2010-2012 წლები: საშუალოდ 6.6%, 2012-2017 წლები: საშუალოდ 3.8%.

საგარეო სავაჭრო ბრუნვა: 2012 წელი: 10.433 მლრდ აშშ დოლარი, 2016 წელი: 9.407 მლრდ აშშ დოლარი, 2017 წელი: 10.709 მლრდ აშშ დოლარი.

ექსპორტი: 2012 წელი: 2.376 მლრდ აშშ დოლარი, 2016 წელი: 2.113 მლრდ აშშ დოლარი, 2017 წელი: 2,728 მლრდ აშშ დოლარი (საიდანაც 338 მლნ აშშ დოლარი არის სომხეთიდან შემოსული სპილენძის რეექსპორტი)

იმპორტი: 2012 წელი: 8.056 მლრდ აშშ დოლარი, 2017 წელი: 7.981 აშშ დოლარი

მოსახლეობა: 2012 წელი: 4.483 მლნ ადამიანი, 2017 წელი: 3.712 მლნ ადამიანი

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა: 2012 წელი: 74.7 წელი, 2017 წელი: 72.7 წელი

დაბადებულთა რაოდენობა: 2012 წელი: 57 031 ადამიანი, 2017 წელი: 53 293 ადამიანი

ქორწინებათა რაოდენობა: 2012 წელი: 30 412, 2017 წელი: 23 684

განქორწინებათა რიცხვი: 2012 წელი: 7 136, 2017 წელი: 10 222

მიგრაციული სალდო: 2004-2012: დადებითი 89.9 ათასი ადამიანი, 2013-2016: უარყოფითი -20.5 ათასი ადამიანი

სოფლის მეურნეობის პროდუქცია: 2012 წელი: 1.81 მლრდ აშშ დოლარი, 2017 წელი: 1.69 მლრდ აშშ დოლარი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი: 2012 წელი: 4.24 მლრდ აშშ დოლარი, 2017 წელი: 3.91 მლრდ აშშ დოლარი

მთლიანი საგარეო ვალი: 2012 წელი: 13.2 მლრდ აშშ დოლარი, 2017 წელი: 17.2 მლრდ აშშ დოლარი (მშპ-ს 113.5%)

მთავრობის საგარეო ვალი: 2012 წელი: 3.9 მლრდ აშშ დოლარი, 2017 წელი: 5.3 მლრდ აშშ დოლარი

სახელმწიფო საშინაო ვალი: 2012 წელი: 1.2 მლრდ ლარი, 2018 წელი: 2.9 მლრდ ლარი

ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები: 2012 წელი: 2.9 მლრდ აშშ დოლარი, 2017 წელი: 3.0 მლრდ აშშ დოლარი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42