"ყველა სული არის უფალთან. სულების მთლიანობა ქმის კიდევაც უფალს. ისე, როგორც ბროწეულის მარცვლების ერთიანობა ჰქმნის თავად ბროწეულს. თუკი ბროწეულს თუნდაც ერთ მარცვალს ამოაკლებ, ის ვეღარ იქნება ბროწეული, მისი მთლიანობა დაირღვევა. ამიტომ ყველა სული მუდმივად უფალშია. აქ, ამ მატრიცაში მოდის მხოლოდ სულის პროექცია.
საინტერესოა რომ ქრისტეანულ რელიგიაში ბროწეულს საკრალური მნიშვნელობა ენიჭება. წმინდა მამების განმარტებით, ბროწეული ეკლესიას, ხოლო მარცვლები მრევლს წარმოადგენენ.,ზიარების საიდუმლოს გამოხატულება- ბროწეულის ტოტებზე ჩამომსხდარი ხოხბები.- ასეთი გამოსახულება გვხვდება საქართველოშიც, VI საუკუნით დათარიღებულ ბიჭვინთის ეკლესიაში. ფრინველები მორწმუნეთა სულებს აღნიშნავს, ბროწეულის ნაყოფი კი ქრისტიანულ რელიგიაში ზიარების პურის გამოხატულებაა.
თუმცა, იმ ვითარებაში, როდესაც უძველესი ეზოთერული ცოდნის დიდი ნაწილი დაკარგულად ითვლება,სულაც არაა გამორიცხული რომ ეს მიდგომა ბროწეულის სიმბოლიკის თავდაპირველი მნიშვნელობის დავიწროვებულ განმარტებას წარმოადგენდეს. მითუმეტეს, რომ უფალს მარტო ქრისტიანები არ გაუჩენია ამ ქვეყნად და ყველა(!) სულერი მისი შვილია.
ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ კინოთეატრში ზიხართ და ფილმს უყურებთ. ხშირ შემთხვევაში ადამიანს თითქმის ავიწყდება, რომ მის თვალწინ რაც ხდება, პროექციაა, თუმცა რომ სცადოს და ეკრანთან მივიდეს, ხელი გაიწვდინოს, ის ვერ შეეხება ვერც იქ მყოფ ადამიანებს, ვერც სხვა საგნებს. ანალოგიურად არის მოწყობილი ჩვენი მატრიცაც. იმ განსხვავებით, რომ ყველა ჰოლოგრამა ჩვენს გარშემო გაცილებით უფრო სრულყოფილია და ჩვენ ის ამიტომ მატერიალური გვგონია. თუმცა რა არის რეალურად მატერია? ეს არის სიცარიელე, რომელშიც ატომები წარმოუდგენელი სისწარაფით დაქრიან. ანუ მატერიაც, როგორც ასეთი, არ არსებობს. ისევე როგორც არ არსებობს დრო. დრო მხოლოდ ამ მატრიცისათვის შექმნილი ფენომენია. და ამ აზრს უკვე თანამედროვე, წამყვანი ფიზიკოსები ხმამაღლა აღიარებენ.
ბევრს ჰგონია, რომ მომდევნო ინკარნაცია აუცილებლად მომავალში ექნება, წინა კი წარსულში ჰქონდა, XX ან რომელიმე '' წინა დროში. ასე არ არის. სულს შეუძლია საკუთარი პროექცია გაშვება ნებისმიერ საუკუნეში ნებისმიერი თანმიმდევრობით. მაგალითად, ჯერ დაიბადოთ XX-ში, ხოლო შემდეგ თუნდაც ჩვ. წ,აღმ-დე... თუმცა ესეც პირობითია, ეს ქრონოლოგია მხოლოდ ამ მატრიცაში მუშაობს, რადგან როგორც გითხარით დრო საერთოდ ფიქციაა. შესაბამისად ყველა განსხეულება ხდება ერთდროულად. მეტიც, სულს შეუძლია ერთიდაიგივე პროექციის/ განსხეულების რამოდენიმე ვარიანტის სახით ერთდროულად გამოშვება მატრიცაში. სწორედ ესაა პარალელური განზომილებები, და სწორედ ამის გამო გვემართება '' დეჟავიუ''.
ვინაიდან ჩვენს ქვეცნობიერს შენახული აქვს ინფორმაცია, თუ სად რა შეცდომები დაუშვა მატრიცაში ‘’ წინა ‘’ ყოფნისას, ‘’მომდევნო’’ ჯერზე, იგივე როლის სათამაშოდ თუ გამოვუშვებთ ახალ პროექციას, ის იმ შეცდომებს აღარ გაიმეორებს. მისთვის ცხოვრება გაცილებით უფრო მარტივი იქნება, ვინაიდან ქვეცნობიერად ემახსოვრება, სად რა ქვას წამოჰკრა ფეხი, სად შეხვდა დაბრკოლება და შესაბამისად უკვე იმ გზით აღარ ივლის.
მაგრამ დრო ფიქციაა და ორივე ( ან სამივე, ოთხივე და რამდენიც გინდა იმდენი ‘’ ხათუნა’’) ერთდროულად ცხოვრობენ ერთმანეთის პარალელურ განზომილებებში. უკეთ რომ წარმოიდგინოთ, კიდევ ერთი შედარებას მოგიყვანთ და, ალბათ, მექანიზმი უფრო გასაგები გახდება თქვენთვის.
ყველას თუ არა, უმეტესობას მაინც გვითამაშნია კომპიუტერული თამაშები. რაღაც გარკვეულ ეტაპზე გამოუცდელი მოთამაშე კვდება. რა ხდება ამ დროს? ის ვინ დაინტერესებულია რომ ბოლომდე გაიაროს თამაშის ყველა ტური, ხელახლა იწყებს თავიდან, ზოგჯერ კი ‘’შენახული ადგილიდან’’ და შედარებით იოლად გადის მისთვის უკვე ნაცნობ ლაბირინთებს, იცის, სადაა ჩასაფრებული მტერი, სადაა ჩასავარდნი ადგილი, სად ფეთქდება ბომბი და ა.შ. თუმცა როდესაც იმ წერტილს მიაღწევს სადაც წინა ჯერზე ‘’ მოკლეს’’, მისთვის თამაში კვლავ რთულდება, რადგან ინფორმაცია მხოლოდ ამ მონაკვეთამდე ჰქონდა.
ასეა ჩვენი სულიც. მატრიცაში ერთიდაიგივე როლისათვის ყოველი ახალი პროექციის გამოშვებისას, მისი ქვეცნობიერი ინახავს იმ ინფორმაციებს, რაც წინა ჯერზე მოსვლის გამოცდილებით შეიძინა. ამიტომ ხდება რომ ბევრჯერ, ერთიდაიგივე როლით მოსული სულისთვის ცხოვრება უფრო იოლია. ასტროლოგიურად რომ ვთქვათ, მის რუკაში სულ უფრო და უფრო ნაკლები რეტრო პლანეტები იქნება. საბოლოოდ, როდესაც მთლიანი როლი შესწავლილი და მაქსიმალურად დახვეწილი გახდება, სული ახალ როლს აირჩევს. თუმცა ზოგჯერ შესაძლოა არც მიიყვანოს რომელიმე როლი ასეთ სრულყოფამდე, ისე გადავიდეს ახალ თამაშზე. ამიტომ ძალიან რთული სათქმელია, რამდენი ინკარნაცია შეიძლება გვქონდეს მატრიციდან საბოლოო გასვლამდე. იმდენი- რამდენიც ჩვენს სულს სრულყოფილებისათვის სჭირდება.
თვითეული ჩვენი არჩევანი ბადებს ახალ, პარალელურ პროექციას. ერთი ‘’ მე’’ თუ სამსახურში წავიდა დილას, მეორე ‘’ მემ’’ შესაძლოა მაღვიძარა გათიშა, თავზე საბანი წაიფარა და ძილი შეიბრუნა. რასაკვირველია, შედეგები ამ ორი არჩევნისა სხვადასხვა იქნება.
კიდევ ერთი შედარება: ვთქვათ, ქალაქში არის რამოდენიმე თეატრი. ყველაში, ერთდროულად გადის ‘’ ოტელო’’. თუმცა მხოლოდ ერთ სცენაზე ახრჩობს ოტელო დეზდემონას. მეორედგან, მის ქვეცნობიერს ახსოვს ის სინანული, ის ტკივილი, რაც მან დეზდემონას დაკარგვის შემდეგ შეიგრძნო, ამიტომ... პატიობს. მესამე სცენაზე შესაძლოა დეზდემონა აღარც კი კარგავს თავის ცხვირსახოცს და ასე შემდეგ...
გარკვეულ მომენტამდე სამივე სპექტაკლში სუჟეტური ხაზი ერთნაირად ვითარდება. და რაღაც ფრაგმენტები ამ გამეორებებს თუ დამთხვევების დროს ( როგორც თქვენ მოგეწონოთ, ისე უწოდეთ) ქვეცნობიერიდან ცნობიერში ამოტივტივდება და მაშინ ოდნავ გაოცებულები ვამბობთ- ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ეს უკვე იყო ერთ დროს, ეს ჟესტი, ეს ფრაზა და ზოგჯერ მთელი დიალოგიც კი..." - ამბობს ასტროლოგი.
მასალის გამოყენების პირობები






