განცხადება ამის შესახებ რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა საკუთარი პარტიის ყრილობაზე, ღაზას სექტორში რადენიმე დღის წინ მომხდარ დაპირისპირების შესახებ საუბრისას გააკეთა.
თავდაპირველად, ერდოღანმა, ღაზის საზღვართან გამართული დემონსტრაციის წინააღმდეგ ისრაელის ლეტალური სამხედრო რეაქცია გააკრიტიკა. რასაც ნეთანიაჰუ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისრაელის არმია იმათგან ვერ მიიღებს დარიგებებს, ვინც უკვე წლებია მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ ტერიტორიებს ბომბავს.
ამის საპასუხოდ ერდოღანმა მას ოკუპანტი და ტერორისტი უწოდა.
"ჩვენ მხრებზე არსად შეჭრის სირცხვილი არ გვაწევს, ნეთანიაჰუ. ეს შენ ხარ ოკუპანტი და ახლა, იმ მიწებზე, როგორც ოკუპანტები იმყოფებით. ამავდროულად, შენ ტერორისტი ხარ“ - განაცხადა ერდოღანმა ყრილობაზე.
მის განცხადებას ბენიემინ ნეთანიამუ თვითერზე გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში ისრაელის პრემიერი წერს, რომ ის ვისაც კვიპროსის ნაწილი აქვს ოკუპირებული, სირიის აფრინის რეგიონში მშვიდობიან მოსახლეობას კლავს და ქურთების ტერიტორიაზე შეიჭრა - ღირებულებებსა და მორალზე საუბრის უფლება არ გააჩნია.
„ერდოღანი არ არის მიჩვეული, როცა სიტყვას უბრუნებენ, მაგრამ დროა, ამას მიეჩვიოს. მას, ვინც ჩრდილოეთ კვიპროსის ოკუპაციას ახდენს, იჭრება ქურთულ ტერიტორიაზე და აფრინში მოსახლეობას ხოცავს, არ აქვს უფლება, მორალსა და ღირებულებებზე ისაუბროს“ – წერს ნეთანიაჰუ.
მასალის გამოყენების პირობები






