რეგიონულ ჰოსპიტალში ოფთალმოლოგიური ცენტრი გაიხსნა
ჯანმრთელობა - 10:35, 02 Apr, 2018     2295
რეგიონულ ჰოსპიტალში (ყოფილი ლეჩკომბინატის შენობა), უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი ოფთალმოლოგიური ცენტრი გაიხსნა.

ქვეყნის ცნობილი და გამოცდილი ოფთალმოლოგები, პროფესორი მიხეილ ომიაძე და მიხეილ გაბრიჩიძე, პაციენტების მიღებას ქავთარაძის 23 ნომერში 2 აპრილიდან იწყებენ.

ოფთალმოლოგიურ ცენტში თვალთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარება იქნება შესაძლებელი. საოპერაციო ბლოკები მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებითაა დაპროექტებული, რაც თვალზე რთული ქირურგიული ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

უახლესი თაობის ფემტო ექსიმერ ლაზერის აპარატი 6 წამში ახორციელებს ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის კორექციას. გადაუდებელი ოფთალმოლოგიის სერვისი 24 საათის განმავლობაში იმუშავებს, გეგმიურ პაციენტებს ოფთალმოლოგიური ცენტრი 10:00 – 18:00 სთ-მდე მიიღებს. ცენტრი მოზრდილების გარდა ბავშვებსაც მოემსახურება.

ოფთალმოლოგიური ცენტრის სერვისები:

· კატარაქტის ქირურგიული მკურნალობა ულტრაბგერის გამოყენებით (ფაკოემულსიფიკაცია) და მაღალტექნოლოგიური, მულტიფოკალური ხელოვნური ბროლის გადანერგვით.

· გლაუკომის ქირურგიული მკურნალობა ექსპრეს შუნტის გამოყენებით.

· ახლომხედველობის, შორსმხედველობის და ასტიგმატიზმის ლაზერული კორექცია ფემტო ექსიმერ ლაზერის საშუალებით.

· დიაბეტური თვალის ქირურგიული და ლაზერული მკურნალობა.

· ბავშვთა ოფთალმოლოგია.

· სიელმის ოპერაციები და კომპიუტერული ვარჯიშები.

· კერატოკონუსის ქირურგიული მკურნალობა ფემტოლაზერის საშუალებით-ინტრაკორნეალური რკალების გადანერგვა ან რქოვანის გადანერგვა.

· კერატოკონუსის მკურნალობა ულტრაიისფერი სხივების გამოყენებით - ქროსლინქინგი.

· გლაუკომის,ბადურა გარსის და რქოვანის დაავადებების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება თვალის კოჰერენტული ტომოგრაფის საშუალებით (TOPCON)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42