გივი თარგამაძე "კვირის პალიტრას" ყვითელი პრესის ფორმატში მომუშავედ განიხილავს
საზოგადოება - 19:55, 05 Aug, 2013     828

თარგამაძე აცხადებს, რომ ქვესათაურად გამოტანილი ფრაზა მას საერთოდ არ უთქვამს და ცალკე გამოტანილია კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადებები.

 

გივი თარგამაძის განცხადება გოგა ხაჩიძის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა, რადგან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გივი თარგამაძის სახელით "ფეისბუქში" დარეგისტრირებული გვერდი მას არ ეკუთვნის.

 

"ნიუპოსტი" გივი თარგამაძის განცხადებას გთავაზობთ:

 

"ვინაიდან ,,ფეისბუქის" გვერდი, რომელიც ჩემი სახელითაა გახსნილი, სინამდვილეში მე არ მეკუთვნის, ვსარგებლობ გოგა ხაჩიძის გვერდით , რათა მოგახსენოთ დღეს ,,კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული ჩემი ინტერვიუს თაობაზე.

 

მიუხედავად იმისა, რომ კარგად მომეხსენებოდა ძალიან ხშირი სამწუხარო პრეცენდენტები, როდესაც ხან ჟურნალისტი და ხანაც რედაქცია შეგნებულად ამახინჯებდა ინტერვიუს აზრს, გამოჰქონდა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები, ან სულაც მიაწერდა რესპონდენტს მისგან არ თქმულ სიტყვებს, მე მაინც, ჟურნალისტური კოლეგიალობიდან გამომდინარე დავთანხმდი, ვრცელ და გულახდილ საუბარს იმ იმედით, რომ ინტერვიუს ავტორთან ერთად მოვახრხებდი ამ ნეგატიური ტრადიციის დარღვევას.

 

მიწევს აღიარება, რომ ეს არ მოხერხდა. ქვესათაური ჩემგან არ თქმულ ფრაზას შეიცავს, ცალკე გამოტანილია კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადებები, თავად ინტერვიუში სამ საათიანი საუბრიდან მოხვდა ერთმანეთთან დაუკავშირებელი, დანაწევრებული მცირე ფრაგმენტები, რომელიც არასგზით არ ასახავს ინტერვიუს არც აზრს, არც ლოგიკურ მიმდინარეობას, არც სულისკვეთებას. ეს მოწმობს, რომ ,,კვირის პალიტრა" აგრძელებს ყვითელი პრესის წარმომადგენლის ფორმატით მუშაობას, რაც განსაზღვრავს შემდგომში ჩემს ამ გამოცემისადმი დამოკიდებულებას.

 

რაც შეეხება 7 ნოემბერს ჩემს მიერ ნათქვამს: მინდა ერთხელ და სამუდამოდ შევიტანო სიცხადე ამ საკითხში. მე მაშინ სიტყვა-სიტყვით ვთქვი შემდეგი: ჩვენ არ დავუშვებთ რევანშს, არ დავუშვებთ რუსთაველზე რუსული დროშების ფრიალს, ჩვენ დავიცავთ რუსთაველს, დავიცავთ თბილისს, დავიცავთ მთელ საქართველოს.

 

რაც შეეხება სულს, ბუნებრივია, საუბარი იყო, არა საზოგადოების მიმართ რაიმე ფიზიკურ მანიპულაციაზე, არამედ ცალკეული ადამიანების სამოშობლოს მოღალატურ, ჩვენი ქვეყნისადმი მტრულ და გამყიდველურ სულისკვეთებაზე. რა თქმა უნდა, ამ ფრაზაში ნახსენები პრინციპების დაცვა დღესაც ყველა პატრიოტი ქართველის ვალად მიმაჩნია. გივი თარგამაძე."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42