სამეფო ოჯახმა უკვე გამოაქვეყნა დაპატიჟებულ სტუმართა სია. მოსაწვევების დიზაინი ტრადიციულად Barnard and Westwood-ს დაევალა, რომელიც სამეფო ოჯახს 1985 წლიდან ემსახურება. საინტერესოა, რომ მოსაწვევები 1930 წლებში გამოშვებულ საბეჭდ დაზგაზე შესრულდა.
როგორც ბრიტანული პრესა წერს, მეგანმა უკვე დაპატიჟა თავისი მეგობარი ინდოელი მსახიობი ქალი პრიანკა ჩოპრა, რომელიც სავარაუდოდ მისი მეჯვარე იქნება. ასევე, მან მოსაწვევი გაუგზავნა ოლივია პალერმოს, სერენა უილიამსს, ჯესიკა მალრუნის, და მის კოლეგებს სერიალ "ფორს-მაჟორიდან", პატრიკ ჯეი ადამსსა და აბიგაილ სპენსერს.
პრინც ჰარის მიერ დაპატიჟებული სტუმრების სია უფრო შთამბეჭდავია და აშკარად პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს - ბარაკ და მიშელ ობამები, ჯასტინ ტრიუდო, შვედეთის პრინცესა ვიქტორია, ესპანეთის სამეფო ოჯახი, დებ~ვიდ და ვიქტორია ბექჰემები, მარგო რობი და სხვ. დაპატიჟებუილები არიან ელტონ ჯონი, ედ შირანი, ელი გოლდინგი, კრის მარტინი, რომლებიც, სავარაუდოდ, მიღების დროს გამოვლენ.
მასალის გამოყენების პირობები






