დაზარალებული მოზარდის ოჯახის ადვოკატმა "თავისუფალი ზონის" ვიდეომასალის გამოქვეყნების შემდეგ "თავისუფალი ზონა" ზეწოლაში დაადანაშაულა, როლანდ შონიას თქმით არასამთავრობო ორგანიზაციამ ინტერვიუები ზეწოლით მოიპოვა და ოჯახი აიძულა პოლიციისათვის ცრუ ბრალდებები წაეყენებინათ.
"თავისუფალ ზონის" წარმომადგენელთა განცხადებით, პოლიციამ ოჯახზე ზეწოლა განახორციელა. "საიდან აიყვანა ოჯახმა დღეს ადვოკატი, როდესაც უკიდურესად გაჭირვებულია, გვაქვს ეჭვი, რომ ოჯახი პოლიციის მხირდან ზეწოლას განიცდის, რათა ფაქტის გახმაურება არ მოხდეს".
"თავისუფალმა ზონამ " დღესვე მინდობილობის ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი გაავრცელა, სადაც 15 წლის სტიქაროსნის (მოზარდი, რომელმაც თავი მოიწამლა, სტიქაროსანია) დედა ჟურნალისტების საგამოძიებო ჯგუფს უფლებას აძლევს, მისი სახელით მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მათ შორის გამოითხოვოს მასალები საავადმყოფოდან. "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელთა განცხადებით, მათ გააჩნიათ, ჩანაწერები, სადაც დაზარალებული ოჯახი თავად სთხოვს ფაქტით დაინტერესებას, "თავისუფალ ზონას", ხოლო 15 წლის მოზარდის დედა, მისი არასრუწლობან გოგონას ნებართვას აძლევს მისცეს ინტერვიუ საგამოძიებო ჯგუფს, ასევე მისივე ინიციტივით ჩავიდა საგამოძიებო ჯგუფი მარტვილში, სადაც 15 წლის სტიქაროსანი მონასტერში იმყოფებოდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაზარალებული მოზარდის დედასთან სატელეფონო ინტერვიუ უპრობლემოდ ჩაიწერა "ნიუპოსტმაც": ქალბატონმა ნანამ კარგად იცოდა, რომ ჟურნალისტს ესაუბრებოდა. ჩანაწერი რედაქციაში ინახება. ამავე დროს, ქვეყნდება მოზარდის ავადმყოფობის ისტორია, სადაც აღნიშნულია, რომ ის ქუთაისის კატასტროფის მედიცინის ცენტრში არაკონტაქტურ მდგომარეობაში მიიყვანეს. ცნობაში აღნიშნულია, რომ მოზარდს 6 აბი დიმედროლი ჰქონდა მიღებული და ჰალუცინაციებიც აღენიშნებოდა.



მასალის გამოყენების პირობები






