გამოცემის ცნობით, აღნიშნულ საკითხზე სასამართლო პროცესი უკვე 7 წელია მიმდინარეობს. ონკოლოგიური დაავადების შესაძლო რისკი კი, ყავის მოხალვისას გამოყოფილი ქიმიური ნივთიერებს აკრილამიდებს უკავშირდება.
ყავის მწარმოებლებს, გამყიდველებსა და დისტრიბუტორებს ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უჩივლა. „გარდიანის“ ცნობით, მოსამართლე ელიჰუ ბერლემ წინასწარი გადაწყვეტილება ოთხშაბათს, 28 მარტს, გამოიტანა.
მოპასუხე მხარეს 90-მდე კომპანია და მაღაზია, მათ შორის “სტარბაქსიცაა“.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ ვერ შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ ყავის მოხალვისას გამოყოფილი ქიმიური ნივთიერებიდან აკრილამიდებიდან მომდინარე საფრთხე უმნიშვნელოა.
გამოცემის ცნობით, კალიფორნიული კანონმდებლობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუკი ნებისმიერი კომპანიის ნებისმიერი პროდუქცია კარცეროგენს (კიბოს გამომწვევ ნივთიერებას) შეიცავს, ამის შესახებ მომხარებლები უნდა გააფრთხილოს.
მასალის გამოყენების პირობები






