აშშ-ის ვიზების მისაღებად სოციალური ქსელების ისტორიის წარდგენა იქნება საჭირო
მსოფლიო - 14:31, 30 Mar, 2018     4135

ამერიკის შეეერთებული შტატების ვიზის მოთხოვნისას, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სოციალურ ქსელების ანგარიშების მონაცემების წარდგენა იქნება საჭირო.

როგორც CNN იტყობინება, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შემუშავებული დოკუმენტების მიხედვით, ეს ცვლილება ყველა განმცხადებელს, დაახლოებით 15 მილიონ პოტენციურ იმიგრანტს შეეხება. მათ შორის მათ, ვისაც აშშ-ში მუდმივი ცხოვრების უფლების მიღება სურთ. გამონაკლისი იქნება დიპლომატიური ვიზა.

ამის შესახებ საუბარია Federal Register-ის საიტზე, რომელიც აშშ-ის სამთავრობო უწყებების მიერ წარდგენილი ინიციატივების წინასწარ გამოქვეყნებას ახორციელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ასეთი მოთხოვნა მიმართულია იმ ადამიანებისკენ, რომლებიც საიმიგრაციო ვიზებზე განაცხადს გააკეთებენ (დოკუმენტის ტიპი, რომელიც შეიძლება გახდეს პირველი ნაბიჯი მათთვის, ვინც აშშ-ის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრებას აპირებს) ასევე იმ პირების მიმართ, რომლებიც აშშ-ში ცხოვრების ნებართვაზე გააკეთებენ განაცხადს (მწვანე ბარათი). ამის გარდა ანალოგიური ღონისძიებების გატარებას აპირებს იმ პირების მიმართაც, რომლებიც განაცხადს ჩვეულებრივ ვიზებზე გააკეთებენ (ფორმა DS-160 და DS-156). გამონაკლისი გათვალისწინებულია დიპლომატებისთვის, ოფიციალური პირებისთვის და სხვა რიგი კატეგორიებისთვის, მაგალითად იმ პაციენტებისთვის, რომელთაც სასწრაფო მკურნალობა სჭირდებათ, ასევე გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის, რომლებიც ქვეყანაში მოკლე ვადით შედიან და განმცხადებლების სხვა კატეგორიებს.

ამ დოკუმენტების გამოქვეყნება მოსალოდნელია 2018 წლის 30 მარტს. ინიციატივის საჯარო განხილვისთვის გამოყოფილია 60 დღე.

სოციალური ქსელების ისტორიის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიძლება მოითხოვის სხვა პლატფორმების ისტორიების, რომელთა ჩამონათვალსაც საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს და რომელთა შესახებაც წინასწარ ინფორმაციის გავრცელების ვალდებულება არ აქვს. გარდა ამისა, განახლებულ სავიზო აპლიკაციას დაემატება შეკითხვები ძველი ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართების შესახებ და ა.შ.

ასეთი ღონისძიებების გატარების აუცილებლობას ფედერალური ხელისუფლება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით ხსნის. აღნიშნული ნორმები სან ბერნარდინოში 2015 წელს მომხდარი ტერაქტის შემდეგ შემუშავდა, როდესაც ქალი და მამაკაცი შშმ პირების ცენტრში შევარდნენ, 14 ადამიანი მოკლეს და 21 დაჭრეს.

მოგვიანებით პოლიციამ მათი იდენტიფიცირება მოახდინა, ისინი აღმოჩნდნენ 27 წლის ტაშფინ მალიკი და მისი ქმარი 28 წლის საიდ რიზვან ფარუკი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ტერორისტები იყვნენ რადიკალური ისლამის მიმდევრები, ერთ-ერთმა მათგანმა კი ექსტრემალური შინაარსის შეტყობინება სოციალურ ქსელში ფსევდონიმის გამოყენებით დატოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42