მიზეზი ორი სატელევიზიო სადგურის WNVT-ის და WNVC-ის მუშაობის შეწყვეტაა, რომლებიც აშშ-ის დედაქალაქში 10-ზე მეტი უცხოური არხის რეტრანსლირებას უზრუნველყოფდნენ, მათ შორის გერმანულ Deutsche Welle, ფრანგულ France 24 და თურქულ ТРТ-ს.
WNVT-ის და WNVC-ის მუშაობას იმის გამო აჩერებენ რომ მათ იმ სატელევიზიო სიხშირეების გაყიდვა გადწყვიტეს, რომელზეც მაუწყებლობენ. აუქციონი ერთი წლის შემდეგ შედგება, თუმცა პროცედურის თანახმად მათ მაუწყებლობა ახლავე უნდა შეაჩერონ.
Russia Today -ის მთავარი რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა არხის მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
„ჩვენ ვაშინგტონში სამაუწყებლო ქსელიდან გაგვაგდეს. ეს ეძღვნება ყველას, ვინც გულმხურვალედ და გულწრფელად გვარწმუნებდა იმაში, რომ უცხოელი აგენტის იარლიყი არანაირად არ მოახდენდა გავლენას აშშ-ში Russia Today-ის მუშაობაზე“- განაცხადა სიმონიანმა.
ამავდროულად, ოთხშაბათს Russia Today-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ტელეკომპანია მაუწყებლობას ვაშინგტონში სხვა პლატფორმებზე გააგრძელებს.
მასალის გამოყენების პირობები






