"რუსული პროპაგანდა ხალხს ბოროტ დებილებად აქცევს" - ანდრეი მაკარევიჩის სკანდალურმა სიტყვებმა რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია
მსოფლიო - 19:19, 29 Mar, 2018     4595
რუსი მუსიკოსი ანდრეი მაკარევიჩი თავის ჯგუფთან „მაშინა ვრემენი“ ერთად ჩრდილოეთ ამერიკაში გასტროლებზე იმყოფება. მუსიკოსი რომელიც რუსეთის ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევა, სოციალურ ქსელში იმ პროპაგანდაზე წერს, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს ახვევს თავს:

„იმის გამო, რომ სისხლიანი ჟიდობანდეროვეცის იმიჯი გაცვდა საზოგადოებრივ ცნობიერებაში, გთავაზობთ ახალ მკაფიო იმიჯს - ჟიდოამერიკელს“- დაწერა მაკარევიჩმა ფეისბუკზე.

18 მარტს მუსიკოსმა დაწერა სოციალურ ქსელში, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად არის ამერიკის შეერთებულ შტატებში და მას ამერიკელები რუსებთან შედარებით, უფრო მშვიდები, მხიარულები და კეთილები მოეჩვენნენ.

„ისინი არ გამხდარან უკეთესები. ეს ჩვენ გვემართება რაღაც საშინელება“- დაწერა მაკარევიჩმა.

კომენტარებში, რუს პროპაგანდისტებზე საუბრისას მაკარევიჩმა დაწერა :

„სიმართლე გითხრათ, მე მეჩვენება, რომ მათ აღმოაჩინეს რაღაც 25-ე კადრი, რომელიც ხალხს ბოროტ დებილებად აქცევს.“

მაკარევიჩის სტატუსების გამო რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა მარია ზახაროვამ „მაშინა ვრემენის“ ლიდერს მოუწოდა, რომ რუსების შეურაცხყოფა შეწყვიტოს. მაკარევიჩის ნათქვამს კრიტიკა მოჰყვა რუსეთის პოლიტიკურ წრეებშიც და შოუბიზნესის წარმომადგენლებშიც.

ამ თემაზე ატეხილ აჟიოტაჟს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მაკარევიჩი

„არ გეჩვენებათ, რომ ის ისტერიკა, რომელიც ამის გამო დაიწყო, ზუსტად ამტკიცებს ჩემი სიტვების სიმართლეს?“- განაცხადა მან რუსულ მედიასთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42