მარია ზახაროვას თქმით, ყველა გაძევებული დიპოლომატი კარიერას გააგრძელებს.
„ყველა თანამშრომელი, რომელთა მუშაობა უსაფუძვლოდ იქნა შეწყვეტილი, აუცილებლად მიიღებს შესაბამის სამსახურს და განაგრძობს თავის კარიერას. ჩვენ გვჭირდება მათი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება“ - განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვამ სკრიპალის მოწამვლას ბრიტანელების დადგმული სპექტაკლი და გლობალური პროვოკაცია უწოდა.
„ჩვენ თვალს ვადევნებთ პერფორმანსს, რომელსაც ბრიტანელები მართავენ. როგორ შეიძლება ინფორმაციის გავრცელება, მაშინ როცა ბრიტანეთის პირველი პირები არ ეკონტაქტებიან რუსეთის წაარმომადგენლებს. ამის ნაცვლად ისინი საკუთარ პარლამენტში სკანდირებენ ლოზინგებს. რატომღაც მოწამვლების ფაქტები სულ ბრიტანეთში ხდება. გამოძიებას კი ასაიდუმლოებენ. ქვეყნები, რომლებიც ვაშინგტონის ზეწოლის შედეგად აძევებენ დიპლომატებს და ამას სოლიდარობას უწოდებენ, დიდ შეცდომას უშვებენ.
კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ის , რასაც ლონდონი აკეთებს, პროვოკაციაა. ეს გლობალური საერთაშორისო პროვოკაციაა“ - განაცხადა ზახაროვამ.
მისივე თქმით, რუსი დიპლომატების მასობრივ გაძევებას რუსეთი პასუხს მალე გასცემს.
„ზომები ადეკვატური იქნება. ახლა მათზე ვმუშაობთ და ვფიქრობ, მალე გასაჯაროვდება. ფორმის, შინაარსის და სხვა დანარჩენის შესახენ გაიგებთ, როცა პროცესი დასრულდება. თუმცა ვიმეორებ, ეს უახლოეს მომავალში მოხდება“ - განაცხადა ზახაროვამ.
მასალის გამოყენების პირობები






